იგალომ მადლობა გადაუხადა შანხაის ხელმძღვანელობას მისი სურვილის გათვალისწინებისთვის.
"ნამდვილად ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველი სეზონის განახელბას და თავს კარგად ვგრძნობ. აქამდე ბევრი საუბარი იყო ჩემ მომავალთან დაკავშირებით, თუმცა ახლა ყველაფერი ოფიციალურია და 1 იანვრამდე აქ ვარ".
”მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და შანხაის დირექტორს, რომ მხარი დამჭირეს. დიდი მადლობელი ვარ მათ და მიხარია, რომ ეს ყველაფერი მოხდა. მათ მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ ".
”როგორც ვთქვი, ბავშვობიდან მიყვარს "იუნაიტედი" და ამ კლუბისთვის თამაში ჩემი ოცნებაა. ახლა გავაგრძელე იჯარა და ამან ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ერთგულად ვემსახურები კლუბს. მე უბრალოდ მინდა ვიმუშაო და ვისიამოვნო ამ ყველაფრით, მინდა გუნდის მხარდაჭერა და ყველაფერი გავაკეთო უმაღლეს დონეზე"- დაასრულა ოდიონ იგალომ.