თბილისი:
მანჩესტერი:
3-06-2020, 12:18
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1861,
კომენტარები: 8
წითური პრინცი
უბრალოდ პოლ სქოულზი.
წითური პრინცი
როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედზე" ვსაუბრობთ, უბრალოდ შეუძლებელია არ გაგახსენდეს ლეგენდარული ინგლისელი პოლ სქოულზი. მისი თამაშები ვისაც უნახავს, ვერავინ ვერ გაიხსენებს მიერ მიერ ჩაგდებულ თუნდაც ერთ თამაშს. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ბურთს უმისამართოთ არასდროს იშორებდა, ის ყოველთვის პოულობდა პარტნიორს ბურთის გადასაწოდებლად. ის უბრალოდ შეუდარებელი იყო - ეს სიტყვები მე არა, კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელს ხავი ჰერნანდეს(ხავი) ეკუთვნის.

1994 წლის 21 სექტემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში პოლ სქოულზის დებიუტი შედგა, მან "პორტ ვეილთან" მოგებულ მატჩში (2:1) დუბლი შეასრულა.

პოლ სქოულზთან ერთად თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნება იყო. მათ კი ვისაც მასთან ერთად თუნდაც ერთი მატჩი უთამაშია, მის გენიალურობაში თავად დარწმუნდებოდა.

თვალი გადავავლოთ თუ რას ამბობენ სქოულზე ფეხბურთის ვარსკვლავები:

"მასთან ერთად რომ მეთამაშა, ბევრად მეტ გოლს გავიტანდი" – პელე.

"ჩემი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე? მანჩესტერელი სქოულზი, ის სრულყოფილი ნახევარმცველია" – ზინედინ ზიდანი.

"მე ძალიან მიმართლებს როდესაც სქოულზს ვნახულობ, იმიტომ რომ მასთან შეხვედრა შეუძლებელია, მოედანზე მას ვერ დაიჭერ, მოედნის გარეთ კი ის უჩინარდება" – ლუიშ ფიგუ.

"მე არ ვარ საუკეთესო, საუკეთესო, სქოულზია" – ედგარ დავიდსი.

"ბოლო 15-20 წელიწადში საუკეთესო ნახევარმცველი პოლ სქოულზია, ყველაზე სრულყოფილიც იგია. ხაბი ალონსოსთან მის შესახებ უამრავჯერ მისაუბრია. ის სანახაობრივ და ღირსეულ ფეხბურთს თამაშობს, მას შეუძლია ბოლო პასის გაკეთება, გოლის გატანა, ის ძლიერია და არასოდეს კარგავს ბურთს. ის რომ ესპანელი ყოფილიყო, დღეს მეტად დაფასებული იქნებოდა" – ხავი.

"ფეხბურთელი ვისითაც აღფრთოვანებული ვარ? მარტივი კითხვაა, პოლ სქოულზი" – პატრიკ ვიეირა.

"სასწაულად დაჯილდოებული ფეხბურთელი, ვინც კი მინახავს პოლ სქოულზია, ის არანორმალურად კარგი ადამიანიცაა" – როი კინი.

"ვინც მე მეკითხება, ყველას ამას ვპასუხობ – პოლ სქოულზი საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია" – ლორან ბლანი.

"ვერ ვხვდები რატომ არ აქვს პოლ სქოულზს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოგებული, მას ეს პრიზი დიდი ხნის წინ უნდა მოეგო. ალბათ იმიტომ რომ იგი სხვა ვარსკვლავების მსგავსად არ იქცევა და ჩუმად განაგრძობს გენიალური ფეხბურთის თამაშს" – ტიერი ანრი.

"პოლ სქოულზს საუკეთესო საფეხბურთო ტვინი აქვს, რაც კი მინახავს, ის ძალიან დიდი ფეხბურთელია" – ბრაიან კიდი.

"ყველა დროის საუკეთესო ნაკრები რომ შემერჩია, პოლ სქოულზი ჩემი პირველი არჩევანი იქნებოდა" – მარჩელო ლიპი.

"მთელი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მე პოლ სქოულზს ავიყვანდი, იგი თავისი თაობის საუკეთესო ნახევარმცველია, ძალიან გამიხარდებოდა მასთან ერთად თამაში" – პეპ გვარდიოლა

"სქოულზი ისეთ დონეზეა რა დონეზე ასვლასაც ვოცნებობ, ის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშეა" – ჩესკ ფაბრეგასი.

"ლა მასიაში (ბარსელონას აკადემია) სქოულზე ხშირად ლაპარაკობდნენ, ის მასწავლებელია" – ლიონელ მესი.

"პოლ სქოულზივით ვერავინ თამაშობს" – დიმიტარ ბერბატოვი.

"პოლ სქოულზს არავის სანაცვლოდ არ გავცვლიდი, ის უბრალოდ სრულყოფილი ფეხბურთელია, ის საუკეთესოა" – გარი ნევილი.

"საუეკეთესო ფეხბურთელი? პოლ სქოულზი. ის ვარჯიშზე სასწაულებს სჩადიოდა, 50 მეტრში ხეს ბურთს ყოველ ჯერზე არტყამდა" – რიო ფერდინანდი.

"ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებში პოლ სქოულზის ადგილი ნამდვილად არის, ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია" – სერ ბობი ჩარლტონი.

"სქოულზი საუკეთესო ფეხბურთელია ინგლისში. მას საუკეთესო შესაძლებლობები და ტვინი აქვს. არავის შეუძლია მისი შეჩერება. ის შეუცვლელია" – სერ ალექს ფერგიუსონი.
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
3 ივნისი 2020 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1111
Namdvilad sauketesoa...
0
№2
ავტორი: Lalana
3 ივნისი 2020 13:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
საუკეთესო და ამავდროულად საფეხბურთო სამყაროშიც არც თუ ისე დაფასებული.მენატრება ძველი თაობა და მათი ფეხბურთის ყურება,ვინც შემაყვარა მანჩესტერი.ფერგის საათზე ყურება და მისი აწითლებული სახე მენატრება.რა გუნდი ვიყავით და სად ვართ ახლა,წლებია უბრალოდ ოთხეულში შესვლისთვის ვიბრძვით.იმედია დავუბრუნდებით მალე იმ მდგომარეობას სადაც ამ გუნდის ადგილია.
1
№3
ავტორი: ikeoni
3 ივნისი 2020 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
უბრალოდ ლეგენდა კაცი❤️
0
№4
ავტორი: Lukalaba
3 ივნისი 2020 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
მართლა ძალიან მაგარი იყო ერთ-ერთი საუკეთესო თუ არა საუკეთესო თავის პოზიციაზე
0
№5
ავტორი: Lalana
3 ივნისი 2020 18:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: The red devi11
ციტატა: Lalana
საუკეთესო და ამავდროულად საფეხბურთო სამყაროშიც არც თუ ისე დაფასებული.მენატრება ძველი თაობა და მათი ფეხბურთის ყურება,ვინც შემაყვარა მანჩესტერი.ფერგის საათზე ყურება და მისი აწითლებული სახე მენატრება.რა გუნდი ვიყავით და სად ვართ ახლა,წლებია უბრალოდ ოთხეულში შესვლისთვის ვიბრძვით.იმედია დავუბრუნდებით მალე იმ მდგომარეობას სადაც ამ გუნდის ადგილია.
. აბა და რამდენი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა მას მერე ხელმძღვანელობისგან. ასეთი ისტორიის და სტილის გუნდში რომ მოურინიოს მოიყვან სულ მინიმუმ აბიდუბიაში ხარ და არ იცი რა ქნა. ან ის მოიესი რა ნაბიჯი იყო ან ის ფელაინის ყიდვა. კაროჩე ფერგის ხელში რასაც მანჩესტერი თამაშობდა დღეს მასეთი ლამაზი ფეხბურთი ძლაიან იშვიათი სანახავია.

ბევრი უაზრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და დავეშვით ფსკერზე,მაგრამ კიდევ კარგი რომ ფინანსურად ძლიერი გუნდი ვართ თორემ ახლა მილანზე უკეთესად ნამდვილად ვერ ვიქნებოდით.იმედი მაქვს მალე დავუბრუნდებით სასურველ ადგილს,თორემ ლივერპულის ასეთ მდგომარეობაში ყურება ნამდვილად არ მომწონს,ჩემპიონთა ლიგაც მანჩესტერის გარეშე არაა ისეთი როგორიც ადრე,ამიტომაც საჭიროა ჩვენს ადგილას დავბრუნდეთ.
0
№6
ავტორი: Karanadze
4 ივნისი 2020 03:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Witura cxovrobda dastoinad da ara rogorc chveni exlandeli shavtraka
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივნისი 2020 18:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნამდვილად გენიალური იყო პოლი
0
№8
ავტორი: kaja
9 ივნისი 2020 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ჩემთვისაც ნომერი 1 იყო არის და იქნება შოლესი <3
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top