ვარჯიშების დროს ბევრ ცრუმოძრაობას ვიყენებდი და ვიცოდი, რომ მათ გამეორებას გუნდიდან ვერავინ მოახერხებდა. ერთხელ მივედი და პოლ სქოულზს ვეტრაბახე და თანაც ჩემს ტექნიკას ვაჩვენებდი. როდესაც მოვრჩი, ის მოვიდა, ბურთი გამომართვა და ხისკენ მიმითითა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 50 მეტრში იდგა.
მან მითხრა: რონი მე ამ ხეს ბურთს ერთი ცდიდან გავარტყავ. პოლმა დაარტყა და ბურთი ხეს მოარტყა. შემდეგ მითხრა, რომ იგივე გამემეორებინა. 10-ჯერ ვცადე, მაგრამ ვერცერთხელ შევძელი მიზანში ზუსტად მორტყმა. სქოულზს გაეღიმა და წავიდა".