"მანჩესტერ იუნაიტედი" ამჯერად დაინტერესდა - კაი ჰავერტსით.
"წითელი ეშმაკები" ფიქრობენ, რომ "ბაიერ ლევერკუზენის" ნიჭიერი ფორვარდი ჰავერტსი, არის ზუსტად ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, როგორიც მათ სურთ.
მენეჯერი ოლე გუნარ სოლსკაიერი უკვე მუშაობს ჯადონ სანჩოზე, მაგრამ ახლა მას ბუნდესლიგიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის წამოყვანა სურს. წითლებს სურთ ზაფხულში მისი შეძენა, რადგან მათ იციან, რომ ჰავერტსის ღირებულება მხოლოდ გაიზრდება.
სავარაუდოდ, მათი პირველი შეთავაზება 50 მილიონი იქნება.