დღეს საულ ნიგეზმა საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა და ფაქტიურად გუნდიდან წასვლა დაადასტურა. უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა გამოცემები ამტკიცებენ, რომ შეთანხმება მიღწეულია და ესპანელი სულ მალე ოლდ ტრაფორდზე გადავა. სატრანსფერო თანხად კი 70 მილიონი სახელდება.
ერთი კვირის უკან, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პანდემიის გათვალისწინებით, 140 მილიონი ფუნტი ისესხა და აღნიშნული თანხა სწორედ ტრანსფერებს უნდა მოხმარდეს. რა ხდება რეალურად, ამას ზუსტად 3 დღეში გაიგებს სრულიად საფეხბურთო სამყარო, როცა საულ ნიგეზი თავად იტყვის ყველაფერს.
თუმცა ახლა ყველა გამოცემა მიმართულია პოლ პოგბაზე. პოგბას არჩევანი მადრიდის "რეალია" თუმცა არსებობს მეორე ვარიანტი ტურინის "იუვენტუსი", რომელიც თავისმხრივ ძალისხმევას არ იშურებს ფრანგის გადასაბირებლად. აქ ისიც საგულისხმოა, რომ " იუვე" "მანჩესტერს" თანხასთან ერთად მეორე ფრანგს ადრიენ რაბიოს თავაზობს და საბოლოო გადაწყვეტილება ოლე გუნარ სოლსკიაერმა უნდა მიიღოს.
THE SUN კი ამბობს, რომ სანჩომ მიიღო გადაწყვეტილება და მას "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს თამაში და არა სხვა ნებისმიერ კლუბში. თუმცა აქ უკვე გასარკვევია სატრანსფერო ფასი, რომელიც პირველადი მონაცემებით 100 მილიონს აღემატება. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, საულმა საკუთარ გვერდზე წასვლა დაადასტურა, პოგბას მომავალი კვლავ გაურკვევლია, სანჩოს ირგვლივ კი სპეკულაციები არ წყდება.
შეჯამება რომ გავაკეთოთ. თუ საული დაადასტურებს, რომ მისი შემდეგი გაჩერება "მანჩესტერ იუნაიტედია", თუ სანჩოშო გუნდმა ზემოთ აღნიშნული თანხა გადაიხადა და თან იმ ფონზე, როცა კლუბმა საკმაოდ სოლიდური ვალი დაიდო, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლ პოგბა გუნდს დაემშვიდობება.
სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.