თბილისი:
მანჩესტერი:
1-06-2020, 01:33
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2429,
კომენტარები: 9
როგორ განვითარდება მოვლენები
საული სამ დღეში დაადასტურებს, პოგბას მომავალი გაურკვველია, სანჩოს კი "იუნაიტედში" სურს.
როგორ განვითარდება მოვლენები
დღეს საულ ნიგეზმა საკმაოდ დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა და ფაქტიურად გუნდიდან წასვლა დაადასტურა. უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა გამოცემები ამტკიცებენ, რომ შეთანხმება მიღწეულია და ესპანელი სულ მალე ოლდ ტრაფორდზე გადავა. სატრანსფერო თანხად კი 70 მილიონი სახელდება.

ერთი კვირის უკან, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პანდემიის გათვალისწინებით, 140 მილიონი ფუნტი ისესხა და აღნიშნული თანხა სწორედ ტრანსფერებს უნდა მოხმარდეს. რა ხდება რეალურად, ამას ზუსტად 3 დღეში გაიგებს სრულიად საფეხბურთო სამყარო, როცა საულ ნიგეზი თავად იტყვის ყველაფერს.

თუმცა ახლა ყველა გამოცემა მიმართულია პოლ პოგბაზე. პოგბას არჩევანი მადრიდის "რეალია" თუმცა არსებობს მეორე ვარიანტი ტურინის "იუვენტუსი", რომელიც თავისმხრივ ძალისხმევას არ იშურებს ფრანგის გადასაბირებლად. აქ ისიც საგულისხმოა, რომ " იუვე" "მანჩესტერს" თანხასთან ერთად მეორე ფრანგს ადრიენ რაბიოს თავაზობს და საბოლოო გადაწყვეტილება ოლე გუნარ სოლსკიაერმა უნდა მიიღოს.

THE SUN კი ამბობს, რომ სანჩომ მიიღო გადაწყვეტილება და მას "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს თამაში და არა სხვა ნებისმიერ კლუბში. თუმცა აქ უკვე გასარკვევია სატრანსფერო ფასი, რომელიც პირველადი მონაცემებით 100 მილიონს აღემატება. ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია, საულმა საკუთარ გვერდზე წასვლა დაადასტურა, პოგბას მომავალი კვლავ გაურკვევლია, სანჩოს ირგვლივ კი სპეკულაციები არ წყდება.

შეჯამება რომ გავაკეთოთ. თუ საული დაადასტურებს, რომ მისი შემდეგი გაჩერება "მანჩესტერ იუნაიტედია", თუ სანჩოშო გუნდმა ზემოთ აღნიშნული თანხა გადაიხადა და თან იმ ფონზე, როცა კლუბმა საკმაოდ სოლიდური ვალი დაიდო, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლ პოგბა გუნდს დაემშვიდობება.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
1 ივნისი 2020 02:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
იმედია პოგბაც დარჩება და მაგ ვალს შემდეგ წელს მოგებული პრემიერლიგისს ტიტულიდან მიღებული სოლიდური თანხით დაფარავენ + გასაყიდი არიან სმოლინგი,როხო,ლინგარდი,სანჩესი, ეს სამი უეჭველი და კიდე შეიძლება იქ 1-2 კაცის მიმატებაც ვგულისხმობ მატიჩს და მატას რომელთა ადგილიც ფაქტიურად აღარ იქნება გუნდში საული თუ მოვა და ჩემს მიერ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს თუ ადეკვატურ ფასში გაყიდიან მინიმუმ 60 მილიონს იშოვიან
1
№2
ავტორი: ikeoni
1 ივნისი 2020 04:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
პოგბა არ წავიდეს და საუკეთესო ცენტრი გვეყოლება მსოფლიოში:))
1
№3
ავტორი: Manchester2008
1 ივნისი 2020 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 61
aramgonia pogba cavides minimum erti sezoni mainc
0
№4
ავტორი: gogita1991
1 ივნისი 2020 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
shotkins davetanxmebi gasayidi fexburteli bevria klubshi mat shoris ar dagvaviwydes mekare hendersoni romelic shefildshi gvyavs ganatxovrebuli da wels mshvenieri sezoni aqvs daiwera magazec ro sanchos transfershi sheizleba charton romelic erti 30 milions daaklebs plius pil jonsic gasayidia ase rom aramgonia pogba ro gaushvan
0
№5
ავტორი: Lalana
1 ივნისი 2020 14:17
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
წინა სტატიაშიც ზუსტად ეს დავწერე.თუ საული მოვა,პოგბას წასვლა სავარაუდო იქნება,მაგრამ ვნახოთ შეიძლება არც წავიდეს და თუ არ წავიდა ნახევარდაცვაში სერიოზული კონკურენცია იქნება,საულს დამატებული სანჩო და ყველაფერი იდეალურად იქნება,მარჯვენა ფლანგიც სრულიად ამოისუნთქავს.
0
№6
ავტორი: bendzela
1 ივნისი 2020 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
დღეს კიდე დაიდო რაღაც სიახლე ამ ამბავზე და რამე ხოარ იცით ვინმემ ? ეს ინგლისურიც არ ვიცი და გოოგლეში თარგმნიტ დავიტანჯე რა
0
№7
ავტორი: David_Beckham7
2 ივნისი 2020 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მაგრად არ გეთანხმები red davil იმაში რო საულის მოსვლა და პოგბას წავსლა უკეთესი იქნება. პოგბას ეს სეზონი არ უთამაშია ფაქტიურად. წინა სეზონში კიდე არც დაცვა გვივარგოდა წინაც უარესად ვიყავით და ცენტრში ფრედიც რო არ მოგვქონდა ლინგარდიც და მაკტომიანიც რო ოსეთი არ იყო მაშინ იწყებდა ხო ყველას გვახაოვს. ბრუნომ როგორ გააძიერქ გუბდი ამას პლიუს საული დავუმატო და ცენტრში შენ ამბობ რო პოგბა ასეთ ფეხბურთელებთან უფრო გააფუჭებს სიტყაციას ვიდრე მეტს მისცემს გუნდს? ფეხბურთი გუნდურია ჩოგბურთი ხო არაა ერთი ერთზე. რატოა აბა ძლოერი საფრანგეთში და რატო იყო იუვეშიც ძლიერი? პირლოები და დიბალები რო ყავდა გვერდით... მოკლედ ჯერ არმგონოა წავიდეს. და თუ ოლემ.1 წელიც დაიტოვა მერე ისეთ გუნდს ვიხილავთ აღარსად წავა თვითონაც რო გააგდო
0
№8
ავტორი: Mishiko82
2 ივნისი 2020 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 593
ესენი თუ მოვიდნენ პოგბა უნდა გაყიდონ თან უკვე მეორე წელია გაქცევას ფიქრობს და გაუშვან მეტისმეტად დიდი წარმოდგენა ააქვს საკუთარ თავზე. საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი მმართველი და სკაუტს პერესია და მას ეპარება ეჭვი პოგბა ყიდვის მართებულებაში, და პოგბას ვანდე ბეკი არჩია და სავარაუდოთ იყიდის კიდეც. პოგბას იუვენტუსის გარდა მყიდველი აღარ დარჩა.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივნისი 2020 20:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მეეჭვება რაღაც საულის ამბავი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top