"იუნაიტედმა" შეინარჩუნა პოლ პოგბა და როგორც ჩანს მის გაყიდვას არც აპირებენ.
თუმცა ზიდანი პოგბას ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია და პერესს მის შეძენას ნებისმიერ ფასად თხოვს.
პერესი თავის მხრივ ცდილობს ვუდვორდი დაარწმუნოს, რომ პოგბას გაყიდვა საკმაოდ კარგი იქნება ბიზნესის მხრივ "იუნაიტედისთვის" და მას თანხასთან ერთად თავის ფეხბურთელებიდან ერთერთს, მარტინ ოდაგარდს, ხამეს როდრიგესს, ლუკას ვასკესს და ბრაჰიმ დიაზს თავაზობს.