"მანჩესტერ იუნაიტედს" სესხი დაუმტკიცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზაფხულში ტრანსფერებს უნდა ველოდოთ.
"წითელ ეშმაკებმა" 140 მილიონი ფუნტი სტერლინგი ისესხეს, ეს თანხა მთლიანად ტრანსფერებზე დაიხარჯება".
ეს თანხა სწორედ დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი, ჯეიდონ სანჩოს ყიდვისთვის იქნა აღებული.
"მანკუნიანელების" სახელს ჯეიმს მედისონსა და ჯეკ გრილიშსაც უკავშირებენ, თუმცა სოლსკიაერის მთავარი და უპირველესი მოთხოვნა, სწორედ ახალგაზრდა ინგლისელის შეძეენაა.
გამოცემის თანახმად, სანჩო "იუნაიტედს" სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.