ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ ცარიელ ტრიბუნებზე თამაშის გამოცდილება "ლასკთან" დაეხმარება მის გუნდს.
”რთული იქნება მაყურებლის გარეშე თამაში, მაგრამ ჩვენ ასეთ პირობებში ვითამაშეთ "ლასკის" წინააღმდეგ კარანტინამდე, ბიჭებმა კი შესანიშნავი სამუშაო გააკეთეს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ ატმოსფეროს გარეშე, რომელსაც გულშემატკივრები ქმნიან. ეს ატმოსფერო თავად უნდა შევქმნათ გუნდში.”
”მე აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ კონცენტრირდნენ ჩვენი ბიჭები ამ მატჩში. სერ ალექსი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ მთავარია არ დავკარგოთ კონცენტრირება და ამ შეხვედრაში ბიჭები იყვნენ ძალიან კონცენტრირებულნი.”
”იმედი მაქვს, რომ შევეჩვევით ცარიელ ტრიბუნებს. ფეხბურთი შექმნილია გულშემატკივრებისთვის და ოლდ ტრაფორდზე იგრძნობა, რომ მათ ყოველი წამი აღელვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გაუმკლავდებით თამაშის ახალ პირობებს, მაგრამ მინდა, რომ გულშემატკივრები დაბრუნდნენ, როგორც კი მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.”
”ახლა ჩვენ ბუნდესლიგის მატჩებს ვაკვირდებით, რომელიც გზას უჩვენებს ყველა სხვა ქვეყანას და მათ მაგალითს მივყვებით" - დაასრულა ოლემ.