გამოცემა "THE SUN" ამტკიცებს, რომ სულ მალე დაიხურება 70 მილიონიანი ტრანსფერი და საული ამ ზაფხულს "იუნაიტედს" შეუერთდება. ასევე სხვა ესპანური გამოცემებიც წერენ, რომ საულ ნიგეზი ძალიან ახლოს არის "იუნაიტედში" გადასვლასთან.
ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია ასევე დაასრულოს სანჩოს ტრანსფერი და 100 მილიონ ფუნტად გაფორმოს - თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაასი მოხდება, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ. დღევანდელი მოცემულობით სოლსკიაერის გუნდი მე-5 პოზიციაზეა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი გავა "იუნაიტედი" ლიგაზე, თუ "მანჩესტერ სიტის" 2 წლიანი ბანი ძალაში დარჩება.
20 წლის ინგლისელი წინა ტურში კრიტიკის ობიექტი გახად, როცა მან დაარღვია წესები და გოლი თანაგუნდელთან ჩახუტებით აღნიშნა. სანჩო დიდი ალბათობით ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს, რაც "მიუნხენის ბაიერნის" წინააღმდეგ თამშს შემდეგ ტურში გამორიცხავს. ამ ფაქტით აღშფოთებულია "დორტმუნდის" ხელმძღვანელობა და სანჩოსთან სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა.
კლუბის დავალიანების გამო, რომელმაც 429 მილიონ ფუნტს მიაღწია, მათ სასიცოცხოდ სჭირდებათ ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნა, რაც უზარმაზა სატელევიზიო შემოსავალს მოიტანს. სხვა შემთხვევაში სანჩოს ტრანსფერი უბრალოდ ვერ განხროციელდება.