ედისონ კავანის მომავალი კვლავ გაურკვევლია და იგი ისევ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუკავშირეს.
33 წლის ურუგვაელის კონტრაქტი ივნისის ბოლოს იწურება და მისი დამატება რამდენიმე კლუბს სურს. L'Equipe– ის გამოცემის თანახმად "ინტერ მილანი", "ნიუკასლი იუნაიტედი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მადრიდის ატლეტიკოა, პოტენციური მიმართულებები.
თავად კავანი არ გამორიცხავს ოლდ ტრაფორდზე გადასვლას და ასევე განიხილავს სხვა ვარიანტებსაც. ფრანგული გაზეთი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია კავანის დამატებით, რადგან იგალოს მომავალი კლუბში კვლავ გაურკვევლია.
შეგახსენებთ, რომ კავანი "მადრიდის ატლეტიკოში" წინა წელს პრაქტიკულად გადასული იყო, თუმცა მაშინ ესპანურმა გუნდმა მოულოდნელად უარი თქვა 30 მილიონის გადახდაზე და ურუგვაელი საფრანგეთში დარჩა.