ინგლისის საფეხბურთო ლიგა ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს, თუმცა კლუბების და ფეხბურთელების ვინაობას არ ასახელებს. დიახ ორ სხვადასხვა კლუბის ორ მოთამაშეს ტესტირების შედეგად (COVID19) დაუდასტურდა.
პირველი მასობრივი ტესტირების შედეგად, 6 ინფიცირებული გამოვლინდა და მათ შორის ფეხბურთელებიც იყვნენ.
პრემიერლიგაში იმედი აქვთ, რომ ჩემპიონატი ივნისში განახლდება. დაახლოებით იმ დროს, როცა ლა ლიგაც უნდა განახლდეს.
აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ჩემპიონატის კიდევ გადაწევის მიზეზი გახდეს.
აქვე გეტყვით, რომ შეშინებულმა ნგოლო კანტემ თამაშზე უარი განაცხადა, "ჩელსიმ" კი მას ნება დართო, რომ დარჩენილი 9 ტური გამოტოვოს და სახლში დარჩეს.