"მიუნხენის ბაიერნი" დაინტერესებულია სანჩოს შეძენით და აპირებენ მის გადაბირებას. ისინი ფიქრობენ, რომ დღვანდელი ვითარება ხელს შეუწყობს და სანჩოს დაბალ ფასად შეიძენენ. "დორტმუნდი" არ აპირებს სანჩოს გაშვებსა 2022 წლამდე, ანუ იქამდე სანამ მისი კონტრაქტი არ ამოიწურება. ასევე მტკიცეთ აქვთ გადაწყვეტილი, რომ 20 წლის ინგლისელი არ გაუშვან თავიანთ კონკურენტ გუნდში, როგორც ეს ლევანდოვსკის,ჰუმელსის და გიოცეს შემთხვევაში მოხდა.
თუმცა არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც გერმანულმა კლუბმა სანჩო აუცილებლად უნდა გაუშვას, თუ ისი სანჩოსთვის მისაღებ შემოთავაზებას მიიღებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" მთავარი სამიზნე ლერიო სანეა და სანჩო მხოლოდ მისი ალტერნატივაა. ასეთი გააქტუირების ფონზე კი დორტმუნდში მიაჩნიათ, რომ ისინი მაინც შეძლებენ სანჩოს სარფიანად გაყიდვას. 120 მილიონი, სწორედ ამ თანხის მიღება სურს გერმანულ კლუბს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ რჩება სანჩოს ყიდვის მთავარ კანდიდატათ, რომლითაც ასევე დაინტერესდნენ მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა".
ედ ვუდვორდმა განაცხადა, რომ წინ კიდევ დიდი გამოწვევებია და ფეხბურთი ბიზნესის თვალსაზრისით ისეთივე ვერ იქნება, როგორც ეს პანდემიამდე იყო და გააფრთხილა ყველა, რომ ასობით მილიონს ფეხბურთელებში ვეღარ გადაიხდინენ, თუმცა ფაქტი ერთია: დღეს საფეხბურთო სამყაროში "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე მყარად დგას და იმ ფონზე, რომ ევორპის წამყვანი კლუბები სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდიან, "იუნაიტედმა" მხოლოდ 3.3 მილიონი ფუნტი დაკარგა. სხვადასხვა გამოცემები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მათმა გამართულმა სისტემამ საკმაოდ დიდ დარტყმებს გაუძლო და მსოფლიოში ისევ ერთერთ წამყვან კლუბად რჩება.