ემრე ჩანმა მოუწოდა სანჩოს უარი უთხრას "მანჩესტერ იუნაიტედს" და თავისი მომავალი "დორტმუნდის ბორუსიას" დაუკავშიროს. 20 წლის ინგლისელი სოლსკიაერის მთავარი სამიზნეა.
ჩანი ამბობს, რომ დარჩენის შემთხვევაში სანჩო ბევრად პროდუქტიული იქნება. მას აქვს კლასი, რომელსაც ბევრი მოთამაშე ვერ ფლობს. "მე ვერ ვხედავ საფუძველს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" რამით მაღლა დავაყენოთ "დორტმუნდზე" - განაცხადა ემრემ.