მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სპორტული აქტივობები სრულად შეჩერებული იყო. რამდენიმე თვიანი იზოლაციის შემდეგ, ქვეყნები ნელნელა ჩვეულ რითმს უბრუნდებიან და სპორტის მრავალი სახოება დაუბრუნდება თავიანთ გულშემატკივარს.
მთელი მსოფლიო ელოდება ევრო ტრუნირების და შიდა ჩემპიონატების გაგრძელებას. ასევე ნახლდება პრემიერ-ლიგა და გუნდებმა უკვე დაიწყეს მზადება, მათ შორის სატრანსფერო ბაზარზე. თუ გაზეთებს და სხვადასხვა გამოცემებს დავუჯერებთ, ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედი" აქტუირობს და მათ უკვე დაუკავშირეს რამდენიმე ფეხბურთელი.
რამდენიმე კვირის წინ ედ ვუვორდმა განაცხადა, რომ გამორიცხულია გუნდებმა ამ ზაფხულს დიდი ტრანსფერები გააკეთონ. ბევრმა ჩათვალა, რომ "იუნაიტედს" ფინასნური პრობლემა აქვს, თუმცა ბევრმა ეს ედ ვუდვორდის გამჭრიახობას მიაწერა და ითქვა, რომ ეს იყო დიდი ფინანსური შესაძლებლობების კლუბის მხრიდან მცდელობა, რომ მათ ინეტრესში მყოფი ფეხბურთელები დაბალ ფასად ჩაეგდოთ ხელში.
ასეა თუ ისე ძნელად დასაჯერებელია, რომ კლუბი რომელიც წელიწადში მინიმუმ ნახევარ მილიარდს გამოიმუშავებს, რამდენიმე თვემ ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ ფეხბურთელებს ვეღარ შეიძენდნენ. რათქმაუნდა მოცემულ მდგომარეობას გუნდები გამოიყენებენ და მათ ინტერესში მყოფ ფეხბურთელებს აუცილებლად დაიმატებენ, თუმცა არა თავდაპირველ ფასად.
ცოტახანი დავანებოთ თავი "იუნაიტედს" და გადავიდეთ იმ გუნდებზე, რომლებსაც მართლაც შეექმნათ ფინასნური პრობლემები და ისინი უბრალოდ იძულებულები არიან, შეელიონ თავიანთ ლიდერებს.
"ჰერტას" ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა, რომ მათ ფინასნური პრობლემები აქვთ და მოუწევთ რამდენიმე მოთამაშის გასხვისება. "დორტმუნის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ფინასნური კრიზისი შეეხოთ, თუმცა არა ისე ძალიან, რომ თავიანთი ლიდერების ფასი დაწიონ. მადრიდის "ატლეტიკომ" აღიარა, რომ მათ საკმაოდ დიდი დანაკარგები აქვთ და მათ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ისინი მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან და ჩემპიონთა-ლიგაზე მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმ შემთხვევაშიც, თუ ესპანეთში ჩემპიონატი განახლდება. მადრიდის "რეალმა" კი ფეხბურთელების ხელფასები 20% შეამცირა და კიდევ 10% შემცირებას აქტიურად განიხილავს.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც არათუ ხელფასები შეამცირა, არამედ დროებით დაქირავებული პრესონალის სრულად და შეუფერხებლად ანაზღაურებაც გაარძელა, სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედია". თავი რომ დავანებოთ იმ ფინანსურ დახმარებებს, რომელსაც ეს კლუბი თავის ქვეყანას უწევს.
ტრანსფერები იქნება და ამას უამრავი გამოცემა ადასტურებს. ფეხბურთელები წავლენ და მოვლენ, თუმცა თუ სხვადასხვა გამოცემებს დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ ზაფხულს სამი ფეხბურთელი შეუერთდება:
საულ ნიგეზი, მუსა დემბელე და სანჩო. სწორედ ეს სამი ფეხბურთელი იქნება გუნდის შენაძენი.
სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.