ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საულ ნიგესის ტრანსფერი პრაქტიკულად დახურა.
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი ზაფხულს შეუერთდება "იუნაიტედს". კოროვირუსული პანდემია აიძულებს "ატლეტიკოს" მნიშვნელოვნად შეამციროს მათი მოთხოვნილი ფასი.
გარიგება ფაქტობრივად დასრულებულია და მიმდინარეობს ბოლო დეტალების შეთანხმება. საულის გამოსასყიდი ფასი 132 მილიონი იყო, თუმცა საბოლოო შეთანხმება 70 მილიონად შედგა.