"მანჩესტერ იუნაიტედს" ბევრ ფეხბურთელს უკავშრებენ და ერთერთი მათგანი გახლავთ ტოლისო, რომელიც ამჟამად "მიუნხენის ბაიერნში" თამაშობს.
"იუნაიტედმა" იანვრის თვეში სცადა ტოლისოს იჯარით აყვანა, თუმცა მაშინ "ბაიერნმა" უარი უთხრა. ახლა კი თავად გერმანულ კლუბს სურს მისი გაყიდვა, რადგან სხვა შემთხვევაში "სიტიდან" ლერიო სანეს ვერ იყიდიან.
თავად ფეხბურთელსაც სურს გერმანიის დატოვება და "იუნაიტედი" მისთვის საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა.