დღეს პრემიერ-ლიგის მწვრთნელებმა შეხვედრა გამართეს და ჩემპიონატის განახლებაზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული გუნდების მწვრთნელები სხვაგვარად ფიქრობენ და არ სურთ პრემიერ-ლიგის განახლება. ისინი თვლიან, რომ თავიანთი ფეხბურთელები ვერ შეძლებენ ფორმაში შესვლას. პეპ გვარდიოლა და ფრენკ ლამპარდი კი სკეპტიკურად უყურებენ ჩემპიონატის განახლებას.
როდესაც ჯერი ჟოზე მოურინიოზე მიდგა, მან ასეთი რამ თქვა: "მე ძალიან მსურს პრემირ-ლიგის განახლება და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. თუმცა ვატყობ რამდენიმე კოლეგას სხვა მოსაზრება აქვს. მაშინ თქვენ დაჯექით სახლში და ბუნდესლიგას უყურეთ" - დაასრულა ჟოზემ.