სამშაბათს, ოფიციალური ოქმები მიიღეს, რომლებიც არეგულირებენ ვარჯიშის პირობებს და რომლის დაცვაც აუცილებელია, იტყობინება BBC Sport.
გუნდური ვარჯიში უნდა განახლდეს 18 მაისს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. ვარჯიშები უნდა ჩატარდეს არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო მოთამაშეებს ეკრძალებათ ერთმანეთთან კონტაქტი. ყოველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ყველა მოწყობილობა უნდა გაწმინდოს, მათ შორისაა ბურთები, დროშები, კარებები და სავარჯიშო მოედანიც კი.
მოთამაშეებს კვირაში ორჯერ ტესტირებას ჩაუტარებენ. მათ რეგულარულად გაიზომება სხეულის ტემპერატურა. ასევე, ფეხბურთელებს აეკრძალებათ ბაზაზე მისვლა კლუბური ავტობუსებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ამავდროულად, არხი იუწყება, რომ პროფესიონალი ფეხბურთელების მოთამაშეთა ასოციაცია (PFA) ფეხბურთელებთან კონსულტაციებს დაიწყებს მიღებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მრავალი მოთამაშეა რისკის ქვეშ, მაგალითად, ასთმის გამო და გამოხატავენ შეშფოთებას ფეხბურთის ასეთი ადრეული დაბრუნების გამო. შავკანიანმა ფეხბურთელებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება, რადგან ინგლისისა და უელსის ეროვნული სტატისტიკის ოფისის თანახმად, მუქი ფერის კანის ადამაინების დაინფიცირება ორჯერ აღემატება თეთრკანიანებისას.
დღეს გაიმართება PFA წარმომადგენელთა შეხვედრა, პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობის, ფეხბურთელებისა და სამედიცინო პერსონალის შეხვედრა, რომელზედაც მოხდება დამატებითი რისკის შეფასება და სიფრთხილის ზომების კორექტირება იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც შედიან რისკის ჯგუფებში.