პოლ პოგბა იტალიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" "იუვენტუსს" სხვა ფეხბურთელებში გაუცვლის. "იუნაიტედმა" შეაფასა პოგბა გასულ ზაფხულს 150 მილიონ ფუნტად, მაგრამ კოროვირუსული პანდემიის გათვალისწინებით, ამ ტიპის ტრანსფერული გარიგებები უბრალოდ გამორიცხულია. პოგბა სიამოვნებით დაბრუნდებოდა "იუვენტუსში", მას ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი ჰყავს კლუბში, სადაც ზედიზედ ოთხი ტიტული მოიგო.
"იუვენტუსს" სურს ვაჭრობა ისეთი მოთამაშეებით, როგორებიცაა დუგლას კოშტა, ალექს სანდრო და ბერნარდეში, მაგრამ აქ საკითხავია, სურს "იუნაიტედს" ეს ფეხბურთელები?
მადრიდის "რეალსა" და "პარი სენ-ჟერმენს" ჯერ კიდევ სურთ პოგბა, მაგრამ აღნიშნული ფასი მათთვის მიუღებელია.
"ინტერიც" დაინტერესებულია პოგბას შეძენით, თუმცა ძნელად წარმოსადგენია ერთ ფეხბურთელში ასეთი თანხის გადახდა შეძლონ.
რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ტრამვების გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა, თუმცა იგი ამჯერად სრულად მზად არის სათამაშოდ.
მიუხედავად იმისა, რომ მას ერთი წელი აქვს დარჩენილი ხელშეკრულება, "იუნაიტედს" აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს იგი კიდევ 12 თვის ვადით.
თუ "იუნაიტედს" სურს მისი გაყიდვდა, ეს აუცილებლად ამ ზაფხულს უნდა მოახერხოს, რადგან დროის გასვლასთან ერთად მისი ფასიც შემცირდება.
თუმცა ასპარეზზე "ნიუკასლი" გამოჩნდა, რომელიც მზად არის 135 მილიონის გადასახდელად.
შეგახსენებთ, რომ "კაჭკაჭებს" ახალი მფოლბელი ყავთ, რომელიც საოცარი გუნდის შექმნას აპირებს და რომელსაც ფულის პრობლემა ნამდვილად არ აქვს.