საფრანგეთის ნაკრების 27-წლის ნახევარმცველი იოან კაბაი "ნიუკასლის" რიგებში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, რამაც მის მიმართ ტოპ კლუბების ინტერესი გამოიწვია.
საფრანგეთის ნაკრების 27-წლის ნახევარმცველი იოან კაბაი "ნიუკასლის" რიგებში შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, რამაც მის მიმართ ტოპ კლუბების ინტერესი გამოიწვია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არსენ ვენგერი, რომელსაც ზაფხულში ტრანსფერებისთვის საკუთარ განკარგულებაში 70 მილიონი ფუნტი ექნება, მზად არის ამ ფულიდან 15 მილიონი კაბაიესთვის გამოყოს.
ფრანგით სერ ალექს ფერგიუსონიც დაინტერესდა. შოტლანდიელი ჯერ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ კაბაიე მას სჭირდება, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე სკაუტი ფეხბურთელის თამაშს დიდი ხანია აკვირდება.
აღვნიშნავთ, რომ დაახლოებით ორუ წლის წინ "ნიუკასლმა" კაბაიე ფარნგული "ლილისგან" 4.8 მილიონ ფუნტად შეიძინა.