"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი კითხვებს პასუხობდა და მან ერთი ამბავი გაიხსენა.
2006 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლიგის თასი მოიგო. იმ სეზონში ნევილი გუნდის კაპიტანი გახდა, რადგან წინა სეზონის ბოლოს ლეგენდარულმა როი კინმა გუნდი დატოვა.
"კაპიტნის სამკლაურის მიღების შემდეგ მძიმე ტრავმა მივიღე და დიდი დრო გამიცდა, ეს ჩემთვის რთული პერიოდი იყო.
ჩემი კაპიტნობიდან 4 წლის შემდეგ განვიცდიდი, რომ გუნდს შესაბამისად ვერ ვეხმარებოდი, როგორც ეს კაპიტანს მოეთხოვება.
ერთხელაც როცა წინასასეზონო სამზადისი გვქონდა ფერგიუსონთან სასაუბროდ წავედი. აღარ ვთვლი, რომ გუნდისთვის შესაფერისი კაპიტანი ვიქნები. ამ გუნდის დონეზე მე არ ვიმყოფები".
მისი გამოხედვა არასდროს დამავიწყდება და აი რა მიპასუხა: "შენ ამ დაწყევლილ სამკლაურს დაიტოვებ, შვილო. შენ და გიგზი მას გაცვლით ხოლმე. თუ, მას რონალდუს მივცემ, მაშინ რუნიც მოინდომებს. თუ, რუნის მივცემ, მაშინ რონალდუც მოინდომებს. თუ, მას ვიდიჩს მივცემ, ფერდინანდი ამით ბედნიერი ვერ იქნება.
შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი "იუნაიტედში" მთელი კარიერის მანძილზე თამაშობდა.