"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელებმა ჯეიმი კარაგერმა და გარი ნევილმა "Sky Sports-ის" ეთერში ისე იკამათეს, თითქოს 2 პატარა ბავშვი კამათობდა ეზოში, რაც არხისთვის მიუღებელი ქმედებაა და თანაც ასეთისთვის.
მათი სასაუბრო თემა "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ არცუ კარგ დღეშია. კარაგერის აზრით, მათ მსაჯები ვეღარ ეხმარებიან და მათი დაცემის მიზეზიც ესაა.
კარაგერი: "როგორ ფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩავარდნის მთავარი მიზეზი იმაში არ მდგომარეობს, რომ ალექს ფერგიუსონს მსაჯებზე ზეწოლა და მოსყიდვა აღარ შეუძლია? ამას აბსოლუტურად სერიოზულად ვკითხულობ".
კარაგერი: "მაშინ, როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ გუნდი პირველი ადგილიდან ასე ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც ფერგი აღარ გყავთ, რომელიც მსაჯებზე ზეწოლას ახდენდა."
სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ საუბარში არხის მთავარი პროდუსერი ჩაერთო და ორივეს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეეწყვიტათ ეს საუბარი, რადგან ასეთი ქმედება არხის იმიჯზე ცუდად აისახებოდა.