ოლე გუნარ სოლსკიაერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პანდემია ხელს არ შეუშლის მის სატრანსფერო გეგმებს. ამით მან მიანიშნა ხელმძღვანელობას, რომ ტრანსფერები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მას უკვე გადაცემული აქვს ფეხბურთელთა სია, ვისი შეძენაც სურს და სათავეში რათქმაუნდა ინგლისელი სანჩოა.
ოლე სანჩოს დიდი თაყვანისმცემელია და მისი შეძენა იმდენად სურს, რომ იყენებს მედიას მსგავსი განცხადებებისთვის. მწვრთნელმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ "იუნაიტედი" 21 შემტევს კიდევ ერთი წლით დატოვებს "დორტმუნდში," რადგან ისინი პანდემიის პირობებში, ვერ შეძლებენ 100 მილიონის გამოყოფას. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ედ ვუდვორდმაც, რომელმაც თქვა, რომ დიდი ტრანსფერების ილუზია არავის უნდა ქონდეს ამ ვითარებაში.
სანჩო ხელმძღვანელობის პრიორიტეტული სამიზნეა. აღნიშნული ტრანსფერით მათ სურთ, რომ დიდი კონკურენცია შექმნან მარკუს რაშფორდისა და დანიელ ჯეიმსისთვის.