"ლაიფციგის" ცენტრალური მცველი დაკავშირებულია არაერთ დიდ კლუბთან. მისი წასვლა კი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან მხოლოდ 1 წელი აკავშირებს ამჟამინდელ კლუბთან და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.
"ლაიფციგი" დარწმუნებული იყო, რომ მის სანაცვლოდ 52 მილიონ ფუნტს მიიღებდა, თუმცა გავრცელებულმა პანდემიამ უკვე იმოქმედა და გამოცემა "Bild– ის" თანახმად, კლუბმა მისი ფასი შეამცირა 34.8 მილიონამდე. ეს თანხა კი საკმაოდ მიმზიდველია.
"იუნაიტედი" ცდილობს დაცვის ხაზის გაძლიერებას,თუმცა საქმეში "სიტი" და "ლივერპულიც" ჩაერთო.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ "ბაიერნმა" 21 წლის მცველისთვის შეიძლება კონკურენცია გაუწიოს პრემიერლიგის გუნდებს.