"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი ანდერ ერერა ამბობს, რომ არ სურდა ოლდ ტრაფორდის დატოვება და თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება კლუბის საბჭოსთან უთანხმოების გამო იყო.
"როდესაც უკან ვიხედები რა მოხდა, აშკარად ვხვდები, რომ კლუბის დატოვების განზრახვა არ მქონდა." - თქვა ერერამ ESPN– სთან ინტერვიუში. აზრთა სხვადასხვაობა მქონდა დირექტორთა საბჭოსთან, მაგრამ მათ პატივს ვცემ. ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ისინი ბევრს აკეთებენ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და მე არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც პირიქით ფიქრობენ." მათ ნამდვილად აქვთ წუხილი, როდესაც საქმეები ცუდად მიმდინარეობს და მათ ნამდვილად სურთ, რომ "იუნაიტედი" იმ ადგილს დაუბრუნონ, რასაც იმსახურებს".
"მე არ ვეთანხმებოდი მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. ეს ხდება არა მხოლოდ ნებისმიერ კლუბში, არამედ უბრალოდ ნებისმიერ კომპანიაში. ამის მიუხედავად, მე მათ პატივისცემას ვაგრძელებ. მე დიდი ურთიერთობა მქონდა ედ ვუდვორდთან და მეპატრონეებთან, ამიტომ პრეტენზია არ მაქვს მათთან" - თქვა ესპანელმა