პატრის ევრამ თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მზად იყო "იუნაიტედში" დაბრუნებულიყო, მაგრამ ის იმედგაცრუებული გახდა იმის გამო, რომ სერ ალექს ფერგიუსონმა გადაწყვიტა დაეტოვებინა კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.
"სერ ალექსის წასვლა ჩემი "მანჩესტერული" კარიერის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტია, ან იქნებ ყველაზე რთულიც", - თქვა ევრამ. ყველა გაზეთი სავსე იყო ჭორებით, რომ სავარაუდოდ, ფერგიუსონი პენსიაზე გავიდოდა, მაგრამ მან მითხრა:" პატრის, მე არასდროს გავალ პენსიაზე. აქ კიდევ 10 წელი დავრჩები"
"მან ასევე მითხრა:" მე 99% დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივიღებთ კრიშტიანუ რონალდუს და გარეთ ბეილს, ეს არის ჩემი მიზანი. მე უბრალოდ მჭირდება ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის. "ამის შემდეგ მე ვკითხე კრიშტიანოს და მან დაადასტურა, რომ მან ბოსს თანხმობა უთხრა, რომ მზად იყო დაბრუნებულიყო "იუნაიტედში."
"ორი კვირის შემდეგ, ჩვენ ვიჯექით გასახდელ ოთახში და ველოდით, რომ რამე მოხდებოდა. კერინგტონის შესასვლელში, კამერები დავინახე და ვიფიქრე: "ასეა, ვიღაცამ ნამდვილად შეცდომა დაუშვა. ალბათ ერთმა ჩვენმა მოთამაშემ, როგორც ჩანს პრობლემები შეგვექმნა. " როდესაც ჩვენ შევჩერდით ბაზაზე, გვითხრეს: "ბიჭებო, დარჩით ოთახში, უფროსობას სურს თქვენთან საუბარი." როდესაც ბოსი შედის გასახდელ ოთახში, ეს ნიშნავს, რომ კარგი არაფერი გელოდება".
"ის გაჩერდა და თქვა: "ძალიან ვწუხვარ. ზოგიერთმა უკვე თქვა, რომ პენსიაზე გავდივარ, ჩემ ოფიციალურ განცხადებამდეც კი. ამიტომ არის დღეს ამდენი კამერა. მე ნამდვილად გტოვებთ, რადგან ჩემ ცოლს ვჭირდები. "ცალკე, მან ბოდიში მოიუხადა ვან პერსის და შინჯი კაგავას, რადგან ორივე ახალი შეძენილი იყო"