უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედში" მის ყოფილ თანაგუნდელ რაველ მორისონის არშემდგარ კარიერაზე უსაუბრა.
"კარგად მახსოვს, თუ რას ფიქრობდა მორისონი, ის თვლიდა, რომ თავისი პოზიციისთვის შესაფერისი ყველა თვისება გააჩნდა."
ერთხელ, მან ნემანია ვიდიჩს ვარჯიშისას 1 წუთის ინტერვალში ფეხებს შორის ბურთი სამჯერ გაუძვრინა.
იგი თავისი ცხოვრების წესსა და გარე სამყაროს მუდმვიდა ებრძოდა, რაც მისთვის ძალიან რთული იყო. ვუყურებ პოგბას, ლინგარდს - რაველ მორისონი მათზე უკეთესი იყო? არც შევადარებ, არცერთი მათგანი მისი მეოთხედიც კი არ ყოფილა.
ზუსტად რაველი არის იმის მტკიცებულება, რომ ფეხბურთში არსებობს წესები და კანონები, რომელთა დაცვაც ნებისმიერ პროფესიონალ მოთამაშეს უწევს.
როცა თქვენ ფიქრობთ, თუ რამდენად შორს შეგიძლიათ წახვიდეთ, როგორც პროფესიონალი მოთამაშე - წარმოიდგინეთ მაგალითად გარი ნევილი. ის არ ყოფილა დიადი მოთამაშე, თუმცა გარი ყოველ დღე და ყოველ წამს მაქსიმალურად შრომობდა, მაქსიმალურად იყენებდა იმას, რაც მას გააჩნდა.
სერ ალექს ფერგიუსონი ამბობდა: "ცხოვრებაში ყველაზე რთული არის ყოველდღიური გულმოდგინე შრომა. დაივიწყეთ თქვენი ნიჭის შესახებ, ყველაფერი მოიშორეთ. თუ, თქვენ ყოველდღიურად გულმოდგინედ იმუშავებთ, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ დარგში შეძლებთ იყოთ წარმატებული".
მან ძირითად გუნდში მხოლოდ 3 შეხვედრია ჩაატარა. ის ძირითადად იჯარის წესით სხვადასხვა კლუბში ასპარეზობს. ამჯერადაც, 27 წლის ინგლისელი "შეფილდიდან" "მიდლსბროშია" განათხოვრებული.