პრემიერლიგა სეზონის განახლებას აქტიურად განიხილავს. ყველა კლუბმა ერთად დააფიქსირა, რომ ჩემპიონატი აუცილებლად უნდა განახლდეს.
"The Sun-ის" ცნობით, ავსტრალიელებმა პრემიელრიგის კლუბებს სეზონის მათთან დასრულება შესთავაზეს.
წყაროს ცნობით, ლიგის ხელმძღვანელობა მატჩების ჩატარებას ნეიტრალურ მოედნებზე და ცარიელ ტრიბუნებზე გეგმავს. განიხილება ავსტრალიის ქალაქ პერტში შეხვედრების ჩატარება.
"BBC-ის" ინფორმაციით, საჭიროა შეირჩეს 10-ი ნეიტრალაური სტადიონი, რომლებიც მატჩებს უმასპინძლებენ. ეს გადაწყვეტილება ორგანიზატორთა სურვილს უკავშირდება და მისი მიზანი გულშემატკივრების თავშეყრის თავიდან არიდებაა, რომლებიც სტადიონის მიმდებარედ მისვლას მაინც მოისურვებენ. ასეთ შემთხვევაში კი ნეიტრალურ მოედნებზე თამაშით, აღნიშნულ ფაქტებს თავიდან აირიდებენ.
"პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და მათ ავსტრალიის იდეა მოიწონეს. ავსტრალიის მთავრობის ოფიციალური პირები იდეას ემხრობიან და მზადყოფნას გამოხატავენ. ამჟამად ავსტრალია უსაფრთხო ქვეყანაა, ხელისუფლებამ უკვე თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნა".
ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში (COVID 19) 6,799 შემთხვევა დაფიქსირდა, 95 ადამიანი გარდაიცვალა, 5,814 გამოჯანმრთელდა, მკურნალობას კი მხოლოდ 890 ადამიანი აგრძელებს.