"Daily Mail- ის" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური პირები აპირებენ დაუკავშირდნენ მარკოს როხოს, რომ ფეხბურთელს შეახსენონ მისი ვალდებულებები.
როხო, რომელიც ახლა "ესტუდიანტესში" იჯარით იმყოფება, მეგობრების გარემოცვაში გადაიღეს, სადაც ეწეოდა და პოკერს თამაშობდა. მან არგენტინაში 10 მაისამდე გახანგრძლივებული ქვეყნის სავალდებულო კარანტინი დაარღვია, ხოლო სპორტული რეჟიმი არ დაიცვა.
როხოს პრობლემები დაიწყო შაბათს, როდესაც მისმა ძმამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იგი მეგობრებთან ერთად თამაშობდა ბურთით, რომელიც ასევე არღვევდა საკარანტინო პირობებს და ეცვა "ბოკა ხუნიორსის" მაისური, რომელიც "ესტუდიანტესის" მოწანააღმდეგეა.