"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა პოგბა გააფრთხილა, რომ თუკი კლუბის შეცვლა სურს, მას ხელფასის შემცირება მოუწევს.
"პოლ ბოგბა არის ფანტასტიკური მოთამაშე, ჩვენ ყველა მას ვიცნობთ როგორც ჩემპიონს," - უთხრა პარატიჩმა "Sky Italia- ს." - მაგრამ კოროვირუსული პანდემიის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვლება, რადგან მისი დონის მოთამაშეებისთვის რთული იქნება იმ ხელფასის გადახდა, რასაც ის ითხოვს. ან, მინიმუმ, სერიოზულად შემცირდება კლუბების რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ გადაიხადონ ამგვარი თანხა."
”ერთადერთი გამონაკლისი არის კრიშტიანო რონალდო - ეს არის ფეხბურთელი, რომელიც ყველასგან განსხვავდება. მას წარმოუდგენელი შემოსავლის ზრდა მოაქვს, რადგან ის თითქმის ისეთივე ბრენდია, როგორც საფეხბურთო კლუბი."
"ახლა, რა თქმა უნდა, კლუბებს ექნებათ სირთულეები - ნაკლები შემოსავალი. ჩვენ მოგვიწევს მოვძებნოთ უფრო კრეატიული და მოქნილი ფორმულა გარიგებებისთვის. გარიგებებში ჩავრთავთ ჩვენ ფეხბურთელებს, ვგულისხმობ ფეხბურთელების გაცვლას.