სანტოსის ნახევარმცველმა ეფერსონ სოტელდომ აღიარა, რომ მან მთელი ცხოვრება "ოლდ ტრაფორდზე" თამაშზე ოცნებაში გაატარა და არცერთი კლუბისგან შემოთავაზებას არ დათანხმდებოდა.
22 წლის ვენესუელელი "სანტოსს" მხოლოდ 2019 წელს შეუერთდა, მაგრამ ის უკვე დაუკავშირეს არაერთ ევროპულ კლუბს. სავარაუდოდ, იანვარში სოტალდოს შეძენას "ევერტონი" შეეცადა, მაგრამ ფეხბურთელმა ბრაზილიაში დარჩენა გადაწყვიტა.
"მე ნამდვილად არ მომწონს ყველა ეს ჭორი ჩემი წასვლის შესახებ", - თქვა სოტალდომ "Gazeta Esportiva– სთან" ინტერვიუში. "მსურს დარჩენა "სანტოსში" დეკემბრამდე, მოვიგოთ ლიბერტადორესის თასი და ყველაფერი რაც შესაძლებელია, შემდეგ კი გადავდგა შემდეგი ნაბიჯი."
"მე ყოველთვის ვოცნებობდი მეთამაშა "მანჩესტერ იუნაიტედში" და ეს დღემდე ჩემი ოცნებაა. იქ მისასვლელად გაცილებით მეტი ნაბიჯის გადაადგმაა საჭირო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. მსურს ევროპაში წასვლა, მაგრამ არა ისე, რომ ერთი წლით იქ ვითამაშო და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდე. მსურს იქ წასვლა და გრძელი და წარმატებული კარიერა. ვგრძნობ მზადყოფნას და უბრალოდ უნდა დაველოდო შესაბამის მომენტს ამის გასაკეთებლად."
"მე მივიღებ შეთავაზებას "იუნაიტედისგან", "რეალსა" და "ბარსელონასგან"? იოლად ავირჩევდი "იუნაიტედს"! მე მზად ვარ გავაფორმო მათთან უვადო კონტრაქტი. ბავშვობიდანვე მი ვიყავი კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივარი და ვუყურებდი მის სპექტაკლებს "იუნაიტედში" - მიყვარს ეს კლუბი და მსურს ოლდ ტრაფორდზე თამაში"- განსაცხადა ვენესუელელემა ფეხბურთელმა.