ცნობილმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ინტერვიუ მისცა "The United Stand– ის" ვიდეო ბლოგზე და ისაუბრა იმაზე, თუ რა ინფორმაცია აქვს მას "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრანსფერებთან დაკავშირებით.
”სინამდვილეში არის ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველას, მათ შორის კლუბის მენეჯმენტს და ოლე გუნარ სოლსკიაერს, ხიბლავთ სანჩოს შეძენის იდეა," - თქვა ჟურნალისტმა, რომელიც ბევრ მედიაში მუშაობს, მათ შორის "Sky Sports- სა" და "The Guardian." "მათ ნამდვილად სურთ ხელი მოაწერონ სანჩოსთან, თუ კოროვირუსულმა გავლენამ არ მოახდინა ცვლილებები ბაზარზე. "იუნაიტედი" მზად იყო გაეკეთებინა ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზება."
"ახლა სამყარო შეიცვალა. "იუნაიტედი" აგრძელებს სანჩოს აგენტთან და თავად ფეხბურთელთან ურთიერთობას. პირადი კონტრაქტი არ იქნება პრობლემა, რადგან სანჩომ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ტოპ კლუბია. ახლა მთავარი პრობლემაა "ბორუსიასთან" მოლაპარაკება და ეს არ არის პრობლემა მხოლოდ "იუნაიტედის", არამედ სხვა ტოპ კლუბების პრობლემაც. ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლანდელ ვითარებაში კლუბი მზად იყოს შესთავაზოს დიდი თანხა მოთამაშის ყიდვისთვის"
"ბორუსიაში" იციან, რომ ის არის ღირებული მოთამაშე და ფიქრობენ ასეთი რამეს: "ის ჩვენთან დარჩება კიდევ ერთი სეზონი და ერთი წლის შემდეგ, შემდეგ ზაფხულს, ვნახავთ ვინმეს ვინც დიდ ფულს გადაიხდის. ეს იქნება განსხვავებული სამყარო, სამყარო კოროვირუსის გარეშე, ისინი ამას ძალიან მარტივად უყურებენ, რატომ გვჭირდება მოთამაშის გაყიდვა დაბალ ფასად? " ასე რომ, ისინი 100 მილიონ ევროს ითხოვენ, აქედან გამომდნიარე მისი შეძენა საკმაოდ რთული იქნება.
"ბორუსიას" ჯერ არ მიუღია სანჩოზე არცერთი შემოთავაზება არც "იუნაიტედიდან" და არც სხვა კლუბიდან, რადგან ყველა ელოდება. "იუნაიტედი" არ შედის მოლაპარაკებეში "ბორუსიასთან", რადგან მათ ჯერ არ იციან რა მოხდება მათი ბიუჯეტის მიმართულებით და ზოგადად საფეხბურთო სამყაროში.
თუ ჩვენ გავაგრძელებთ კორონავირუსის გავლენის თემას ტრანსფერულ ბაზარზე, მაშინ სიტუაცია პოლ პობასთან კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. აპრილის დასაწყისში დაგეგმილი შეხვედრა ჰქონდა მინო რაიოლასა და "იუნაიტედის" მენეჯმენტს, რომელიც არ ჩატარებულა, რადგან ყველა მხარე ელოდება სიტუაციის გაუმჯობესებას.
"მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ "იუვენტუსისთვის", პოგბა იყო მთავარი სატრანსფერო მიზანი ამ ზაფხულს. ჯერ კიდევ ზამთარში, მათ დაიწყეს მისი მომზადება და ფიქრობდნენ: "ორი წლის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ კრიშტიანოსთან, ერთი წლის წინ დე ლიხტთან და ამ ზაფხულს გვჭირდება პოგბა" მათ სურთ წელიწადში ერთი ტოპ ტრანსფერის გაკეთება, რათა დარჩნენ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდათ მსოფლიოში.”
”ასე რომ, "იუვენტუსი" მზად იყო შემოთავაზებისთვის. მათ იციან, რომ პოგბა სიამოვნებით დაუბრუნდება იტალიაში, მაგრამ მათ ესმით, რომ ამ შემთხვევაში "იუნაიტედი" ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც "ბორუსია" სანჩოს შემთხვევაში - რატომ უნდა გაყიდონ ფეხბურთელი ახლა შემცირებულ ფასად? "
"ტოპ კლუბებს ყოველთვის უჭირდათ შეთანხმება ტოპ მოთამაშეებთან. საშუალო გუნდებთან ან საშუალოზე ოდნავ აღმატებულ ფეხბურთელებთან შეთახნმება უფრო მარტივია. ასეთ გარიგებებში ისინი ხშირად თანხმდებიან, მაგრამ როდესაც ორი საუკეთესო კლუბი აწარმოებს მოლაპარაკებებს საუკეთესო მოთამაშესთან, ეს ყოველთვის რთული ამბავია და ამჟამინდელ ვითარებაში ეს ორმაგად რთულია."