კლუბები ნელნელა ვარჯიშს განაახლებენ და ზაფხულში სავარაუდოდ სეზონი გაგრძელდება, რომელიც მაყურებელთა გარეშე ჩაივლის. სანამ ეს ყველაფერი მოხდება, პრემიერლიგაში ახალი ინიციატივით გამოვიდნენ და ფიფასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებენ, მოლაპარაკებები ეხება შეცვლების რაოდენობის შეცვლას.
The Sun-ის ცნობით, ინგლისური კლუბები შიშობენ, რომ ასეთი დიდი პაუზის შემდეგ, ფეხბურთელები სასურველ ფიზიკურ ფორმაში ვერ იქნებიან და ტრავმის რისკი საკმაოდ დიდი იქნება. აქედან გამომდინარე 3 ცვლილების ნაცვლად დროებით 5 იქნება შემოღებული.
ვარჯიში უკვე განაახლა გერმანულმა კლუბებმა. 4 მაისს კი იტალიაშიც იგივე მოხდება. ამასთან ახლოსაა ინგლისიც, თუმცა ჯერჯერობით მატჩების განახლების შესახებ არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში იქნება მიღებული, რაც პანდემიაზეა დამოკიდებული.
ფიფა უკვე განიხილავს ინგლისელთა წინადადებას და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
პრემიერლიგა 9 ტურით ადრე შეწყდა. "ლივერპულს" "სიტისთან" 25 ქულიანი სხვაობა ჰქონდა, თუმცა დღემდე გაურკვეველია რა ბედი ელის 2019-2020 წლების სეზონს.