სკოტ მაკტომინიმ თქვა, რომ მას არასოდეს სურდა სხვა კლუბში არენდით წასლა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოლაპარაკებებს აწარმოებდა "სელტიკთან", როდესაც ოლე გუნარ სულსკიაერმა ჩაანაცვლა ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად. ნორვეგიელმა პირველი მარუან ფელაინი ჩინეთში გაგზავნა და ამან სკოტს საშუალება მისცა პირველ გუნდში დარჩენილიყო.
"დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, იყო პერიოდი, როდესაც იჯარით უნდა წავსულიყავი," - ციტირებს მაკტომინეის სიტყვებს Sky Sports-ს. "მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება, ვიღაც ტოვებს გუნდს და თქვენ გეძლევათ შანსი და უნდა გამოიყენოთ ის."
"მე მოვისმინე ბევრი ისტორია ბიჭებისგან, რომლებიც იჯარით იმყოფებოდნენ, მაგრამ ყოველთვის მქონდა განცდა, რომ არ მინდოდა მსგავსი რამ. "პირველ რიგში, მე მინდოდა დამემტკიცებინა შესაძლებლობები კლუბში, და თუ ეს არ გამოვიდოდა მე წავიდოდი არენდით."
ბევრი ისმენს ისტორია იმის შესახებ, თუ რა ლამაზი ცხოვრებაა ყველასთვის, ვინც "იუნაიტედში" არის. ის ფაქტი, რომ სასადილო ოთახში მდებარე თეფშზე საჭმელი თავისთავად ჩნდება და თქვენი ფორმა ყოველ დილას მის ადგილზე დევს სასიამოვნოა, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ვინ ხართ და საიდან ხართ და მადლიერი და პატივისცემით იყავით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც რამეს აკეთებს თქვენთვის. ეს არის კულტურა, რომლის დამკვიდრებასაც აქ ყოველთვის ცდილობენ. - დაასრულა სკოტმა.