თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2020, 22:24
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1707,
კომენტარები: 5
ედ ვუდვორდის ოფიციალური მიმართვა
ვიცე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე მოვლენებზე.
ედ ვუდვორდის ოფიციალური მიმართვა
"მანჩესტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა გამართა საკონფერენციო ზარი, რომლის დროსაც მან ისაუბრა პანდემიის დროს კლუბის საქველმოქმედო საქმიანობაზე და ყურადღება გაამახვილა ტრანსფერებზე.

”მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი ფიქრები ყველას ეხება, ვინც დაავადდა პანდემიით, განსაკუთრებით კი მათ, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო და არის იმის გაკეთება, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და ეს დარჩება ჩვენი მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ, ”- ციტირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებგვერდი.

”მანჩესტერ იუნაიტედში" ყველას სახელით, მინდა პატივისცემა გამოვხატო იმ გმირული საქმის გამო, რომელსაც ეროვნული ჯანდაცვის სამსახური და ყველა საკვანძო მუშაკი ასრულებს ვირუსის წინააღმდეგ. ”ჩვენ ვამაყობთ და მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას. კლუბი ადგილობრივ საავადმყოფოებს ეხმარება სამკურნალო საშუალებების, დამცავი საშუალებების და საკვების მიწოდებაში, ასევე საჩუქრების ნაკრებით ვუზვრუნველყოფთ ქვეყნის სამედიცინო მომსახურებას.”

”ჩვენ ვაღიარებთ, რომ დადგა ეკონომიკური კრიზისი და ჯანმრთელობის კრიზისი, რაც გავლენას მოახდენს საზოგადოების ბევრ დაუცველ წევრზე. ამიტომ ჩვენ ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს 30 000-ზე მეტი საკვები და სასმელი საშუალებები გადავეცით და "მანჩესტერ სიტისთან" ერთად 100000 ფუნტი ერთობლივი შემოწირულობით გადავეცით "Trussell Trust–ს", რომ მოამარაგოს 19 საკვები ობიექტი მანჩესტერში. მე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავიხადო იმ როლისთვის, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეასრულა. ამ ქმედებების კოორდინაციაში, იმ შესანიშნავი საქმიანობის საფუძველზე, რასაც ისინი ჩვეულებრივ აკეთებდნენ.

კლუბის ათასობით თანამშრომელი იყო ამ გეგმის ნაწილი, ხოლო ვუდვორდმა თქვა, რომ ამ ადამიანებისთვის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია კლუბისთვის.

”ჩვენი თანამშრომლების დაცვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ გავაგრძელეთ მათი ხელფასების სრულად გადახდა. ხარჯების შემცირების მიზნით, ამჟამინდელი სამთავრობო სქემის მიმართვის გარეშე და ნებაყოფლობით გადავიხადეთ 3000-ზე მეტი დროებითი მუშახელის ანაზრაურება, რომლებმაც შეძლეს შემოსავლის დაზოგვა. რა თქმა უნდა, ყველას ემუქრება პანდემიის ეკონომიკური რეალობა და ამ მხრივ ჩვენ არაფრით განსხვავებული არ ვართ, შესაბამისად, რაც უფრო გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო იმოქმედებს ყველა კლუბზე, მათ შორის ჩვენზეც.”

კლუბის ბევრი თანამშრომელი შეუერთდა ბრაიან რობსონის, ენდი კოულის, გარი პალისტერის და ლეგენდების ინიციატივას, რომ დახმარებოდნენ 3000-ზე მეტ ასაკოვან და სოციალურად დაუცველ გულშემატკივარს.

ჩვენ გავაგრძელებთ პანდემიის დროს გაჭირვებულთა მხარდასაჭერად ახალი გზების ძიებას. ეს შეესაბამება ჩვენი კლუბის ღირებულებებს, ჩვენს საზოგადოებაში მძლავრ ფესვებს და გვიჩვენებს, თუ რა ღრმა ურთიერთობა გვაქვს ჩვენს გულშემატკივრებთან. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღიარება, თუ რა როლს თამაშობს ჩვენი წარმატებული ბიზნესი, რომ შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი სოციალური ვალდებულებები. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ჩვენი კომერციული მოდელი უფრო მეტ სტაბილურობას გვაძლევს, ვიდრე სხვა კლუბების უმეტესობას და მადლობელი ვართ ჩვენი კომერციული პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის, რაც დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში.

მიუხედავად კლუბის ზოგადად სტაბილური პოზიციისა, ვუდვორდმა ხაზი გაუსვა პანდემიის გავლენას ფეხბურთზე:

იმ მაშტაბეების და გამოწვევების წინაშე რაზეც საფეხბურთო სამყარო დგას, არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რამ ყველა კლუბისთვის, მათ შორის ჩვენი, ტრანსფერულ ბაზარზე ამ ზაფხულს. როგორც ყოველთვის, ჩვენი პრიორიტეტი ჩვენი გუნდის წარმატებაა, მაგრამ უნდა დავინახოთ გავლენა მთლიან საფეხბურთო ინდუსტრიაზე. მთლიანობაში, სატრანსფერო ფანჯრის დროისა და უფრო ფართო ფინანსური სურათის ჩათვლით, სანამ ნორმალურ დონეზე დაბრუნებაზე ვისაუბრებთ. ამის საფუძველზე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ ზაფხულს ასობით მილიონი ფუნტის ღირებულების ცალკეული მოთამაშეების ტრანსფერების გარშემო სპეკულაცია სრულად უგულველეყოფს იმ რეალობებს, რომლებიც ამჟამად სპორტშია, ”- აღნიშნა ვუდვორდმა.

ვუდვორდი, ისევე როგორც ყველა, იმედოვნებს, რომ გუნდი შეძლებს მიმდინარე სეზონის დასრულებას და აგრძელებს მუშაობას რათა გააუმჯობესოს ატმოსფერო "ოლდ ტრაფორდზე" მატჩის დღეებში.

ისევე როგორც თქვენ ყველა, ჩვენც ვცდილობთ უზრუნველყოთ გუნდი დაბრუნდეს მოედანზე, როგორც კი შეგვატყობინებენ, რომ ეს შესაძლებელია უსაფრთხოდ გაკეთდეს. იმედი გვაქვს, რომ დასრულდება სეზონი, რომელშიც ჯერ კიდევ კარგი პერსპექტივები გვაქვს პრემიერ ლიგაში, ევროპა ლიგაში და FA თასზე. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი შეჩერებულია. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ დიალოგს ჩვენს მმართველ ორგანოებთან იმის შესახებ, თუ როდის და როგორ მოხდება ეს და ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას ამ ფორუმში, რათა ჩვენს გულშემატკივრებს ვაცნობოთ სიახლეები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოხდეს, რომ მატჩები მოკლე დროში გაიმართოს დახურულ კარს მიღმა, ჩვენ ყველანი ვაღიარებთ, რომ ფეხბურთი არ იქნება სრულიად ნორმალურ მდგომარეობაში, სანამ გულშემატკივრები არ გამოჩნდებიან ტრიბუნებზე.

დღეს, დღის წესრიგში გვაქვს რამდენიმე ინიციატივა "ოლდ ტრეფორდზე" ატმოსფეროს გაფართოებისა და გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ იმედს ვიტოვებთ და ველოდებით, რომ "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდება გულშემატკივარი ფეხბურთის საყურებლად და როდესაც ეს მოხდება, ეს განსაკუთრებული დღე იქნება. "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის - დაასრულა ედმა.


http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
25 აპრილი 2020 22:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ძალიან მაგარია როცა გუნდს შეუძლია საკუთარი გულშემატკივრების დაფასება და მათზე ყურადღების მიქცევა.შეუძლია რა უფრო სწორად უნდა ამის გაკეთება.კარგი ნიშანი იყო რომ სიტიმ და ჩვენ ერთად გადავრიცხეთ თანხა და არა ცალ ცალკე.ადამიანების სიცოცხლე ყოვეკგვარ სპორტზე მაღლა დგას და კარგია რომ გააკეთეს.რაც შეეხება ტრანსფერებს ამაზეც ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა ვუდმა,რომ ახლა ჰაერში ფულების გასროლის დრო აღარ არის და ასტრონომიული ფასები ვეღარ იქნება.
ზოგადად ვფიქრობ რომ ერთ თვეში უგულშემატკივროდ აპირებენ განახლებას ისე ჭიკჭიკებენ ესენი.იყოს უგულშემტკივროდ ოღონდ იყოს:))წავაგოთ მისი დედაც ვატირე ფეხბურთი მენატრება:))))
0
№2
ავტორი: makaveli
26 აპრილი 2020 00:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ისე ვიცე პრეზიდენტი კი არი ეს მაგრამ პრეზიდენტი ვინარი? გლეიზერი ?
0
№3
ავტორი: ikeoni
26 აპრილი 2020 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ნადვილად ყველაფერზე წინ ჯანმრთელობა დგას ამაზე ვინ დავობს უბრალოდ მართლა მომენატრა ჩვენი გუნდის თამაში და ერთი სული მაქვს როდის გადაივლის ეს საშინელი სიტუაცია მსოფლიოში :((
0
№4
ავტორი: bziki
26 აპრილი 2020 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რთული სიტუაციაა, ვერავინ გადაიხდის მართლაც 100 მილიონებს თუ მყარად არ გაიმარტა ბიზნესი ისევ,
ბევრ გუნდზე კარგ სიტუაციაში ვიქნებით ეს ყველაფერი რო მორჩება და ბევრი კარგი იგროკის დათრევას შევძლებთ ძალიან დაბალ ფასში,საინტერესოა რა ფასებში გაკეთდება ტრანსფერები ვისაც კარგი სიტუაცია ექნება იასნია არ გაუშვებენ იაფად,გაცვლებიც ბლომად იქნება.
ბევრი კლუბი საერთოდ გაკოტრების ზღვარზე დადგება
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 აპრილი 2020 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული სატრანფერო ფანჯარა იქნება სავარაუდოდ, დიდი ფული რო ვერ დაიხარჯება უკვე ვიცით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top