"დორტმუნდმა" სანჩოს ფასი დაწია, მაგრამ "იუნაიტედი" კვლავ ცდილობს ფასის დაკლებას.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნემ სანჩომ განაცხადა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება შეამცირა "ბორუსია დორტმუნდმა."
ინგლისის ნაკრების მოთამაშემ, კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა გერმანიაში. მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ფეხბურთელის ღირებულება, "წითელ ეშმაკებს" მაინც მოუწევთ დიდი თანხის დახარჯვა, იტყობინება "დორტმუნდის" გაზეთი, რომელიც "Daily Express-მა" გაავრცელა.
20 წლის ინგლისელმა სეზონში 14 გოლი გაიტანა და ამასთან, 15 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთის, რომ "დორტმუნდი" ჩართულიყო საჩემპიონო ბრძოლაში.
"იუნაიტედს" ამ დროისთვის უთხრეს, რომ როგორც კი 120 მილიონს მიიღებს გერმანული კლუბი, სანჩო გაემგზავრება ინგლისში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის წითლებისთვის ის თანხა, რომელიც რაიმე სახის შეშფოთებას იწვევდეს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ იმ პერიოდში, როდესაც "კორონავირუსი" აგრძელებს მთელ მსოფლიოში არეულობას, "დორტმუნდი" მზად არის დააკლოს ფასი და შეელიოს მათ ვარსკვლავს.
გამოცემა ასევე არ უარყოფს ცნობებს, რომ სანჩო დათანხმდა პირად პირობებს "იუნაიტედთან"
ამასთან, სოლსკიაერს უთხრეს, რომ "ჩელსი" საბოლოოდ ჩამოშორებულია და მისი სახით კონკურენტი აღარ ჰყავთ.
სანჩო იყო "ლურჯების" გულშემატკივარი პატარა ასაკში და შიში ნამდვილიდ იყო იმისა, რომ მას აერჩია "სტემფორდი ბრიჯზე" გადასვლა და არა "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ ფრენკ ლამპარდი ახლა ორიენტირებულია "ბარსელონას" შემტევის, კოუტინიოს დამატებაზე.
იმავდროულად, "The Express" წერს, რომ სანჩოს მოქმედებამ და პირად კონტრაქზე შეთანხმებამ, "იუნაიტედი" დააფიქრა დენიელ ჯეიმსის იჯარით გაშებაზე.
უელსელი, რომელიც გასულ ზაფხულს შეიძინეს, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სეზონის პირველ ნახევარში, მაგრამ მისი გაუმჯობესება, პირდაპირ დაკავშირებულია მის სათამაშო დროსთან, ამიტომ გუნდში თვლიან, რომ ჯეიმსის იჯარით გაშვება პრემიერლიგის სხვა გუნდში,იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი მისი განვითარებისთვის და უელსელი უფრო ძლიერი და გამოცდილი დაბრუნდება.