რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაწყვეტილება მიიღეს და პოლი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.
გამოცემის თანახმად "იუნაიტედმა" უარი თქვა აამოქმედოს ის პუნქტი, რომელიც ერთი წლით კონტრაქტის გახანგრძილევებას ითვალისწინებს.
ფრანგ ნახევარმცველს "იუნაიტედთან" 2021 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი. რადგან გუნდმა უკვე უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძილევებაზე, პოგბა აუცილებად ამ სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა გაასხვისონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია იმის რისკი, რომ კლუბმა ის მომავალ წელს უფასოდ დაკარგოს.
ასევე სხვადასხვა გამოცემები იუწყებიან, რომ პოგბა თანახმაა ხელფასიც კი შეიმციროს და "რეალში" გადავიდეს.