"ინტერ მილანი" ჩაერთო ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბასთვის.
"Tuttosport" ამბობს, რომ "ინტერი" აპირებს ჩაერთოს ბრძოლაში, რომელიც ზაფხულში პოგბასთვის გაიმართება.
"მადრიდის რეალის" მწვრთნელს ზინედინ ზიდანს ძალიან სურს პოგბას შეძენა და ყველაფერს აკეთებს,რომ პრემიერლიგის რეკორდული შენაძენი ესპანეთში წაიყვანოს.
"იუვენტუსი" კი მის დასაბრუნებლად მზადყოფნას გამოთქვამს, სადაც მან ოთხი წელი გაატარა 2012 – 2016 წლამდე.
"პარი სენ-ჟერმენს" ასევე შეუძლია გადადგას ნაბიჯი ფრანგი ნახევარმცველის შესაძენად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნეიმარს "ბარსელონაში" გაყიდიან, ან კილიან მბაპეს "მადრიდის რეალს" მიჰყიდიან.
პოგბა გაიზარდა პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში, ლაგნი-სურ-მარნის გარეუბანში, ასე რომ, ფრანგულ კლუბსაც ექნება შანსი, პოგბა საკუთარ ქვეყანაში დააბრუნოს.
"ინტერის" ხელმძრვანელობა კი პოგბას ტრანსფერში დარწმუნებულია და იმედოვნებენ, რომ ამ ზაფხულშივე გააფორმებენ მასთან კონტრაქტს.