თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია. "დორტმუნდთან" მოლაპარაკებები მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" კი უკვე დარწმუნებულები არიან, რომ ინგლისელი სუპერვარსკვლავის შეძენას წინ ვეღარაფერი დაუდგება. გამოცემის თანახმად, მცირე დეტალები დარჩა შესათანხმებელი და ინგლისელი მალე "ოლტ ტრაფორდზე" აღმოჩნდება.
"ჩელსის" ასევე სურდა 20 წლის ფეხბურთელის შეძენა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა მკაფიოდ დააფიქსირა,რომ სოლსკიაერთან სურს მუშაობა.
"SunSport- ის" მტკიცებით, სანჩოს კონტრაქტის ხანგრძლივობა, მისი ხელფასი, პრემიები და ყველა ფინანსური დეტალი გამოიკვეთა ამ საიდუმლო მოლაპარაკებების დროს.
ახლა "იუნაიტედმა" უნდა შეათანხმოს ფასი "დორტმუნდთან" - რომელიც ბრიტანული კლუბისთვის რეკორდული გახდება.
სანჩოს ტრანსფერზე წერს ასევე სხვა გამოცემაც,სადაც ნათქვამია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შტაბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ მათ შეუძლიათ სანჩოს ნაკლებ ფასად ყიდვა, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო.
ედ ვუდვორდი დარწმუნებულია, რომ ასეთი რთული პერიოდის გათვალისწინებით, ინგლისელი შემტევისთვის 52 მილიონი ფუნტია საკმარისი და ეს თანხა მისაღები იქნება გერმანული კლუბისთვის.