"რეალის" ექს-პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გაიხსენა. "სამეფო კლუბის" ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონს თავისი სუპერვარსკვლავის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაშვება არ სურდა და მისი შეძენა "ბარსელონას" შესთავაზა.
კრიშტიანუს გადაბირების პროცესი ურთულესი იყო, რადგან "მანჩესტერი" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, თუმცა რონალდუმ ზუსტად იცოდა რა სურდა. მას "იუნაიტედის" დატოვება და კარიერის "რეალში" გაგრძელება უნდოდა. ჩვენთვის კი, ეს უნიკალური შანსი იყო და მომენტით აუცილებლად უნდა გვესარგებლა.
ალექს ფერგიუსონი რონალდუს წასვლის და განსაკუთრებით მისი "რეალისთვის" მიყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან "რეალი" "მანჩესტერის" მტერი და ამავე დროს მასზე ტიტულოვანი კლუბი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფერგიმ რონალდუ "ბარსელონას" შესთავაზა.
ბარსა მოხარული იყო, მათ მიიღეს რონალდოს ყიდვის შანსი, თუმცა პორტუგალიელს რეალთან პირადი კონტრაქტი იმ დროისთვის უკვე ჰქონდა შეთანხმებული. მან დოკუმენტზეც მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე მხარე შეთანხმებას დაარღვევდა, ჯარმისი სახით 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.
რონალდუ "რეალში" 2009 წელს გადავიდა და "სამეფო კლუბის" ღირსებას 2018 წლამდე იცავდა, შემდეგ კი, "იუვენტუსში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.