თბილისი:
მანჩესტერი:
19-04-2020, 03:21
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1326,
კომენტარები: 2
რამონ კალდერონი რონალდოს ტრანსფერზე
სერ ალექსი რონალდოს გაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
რამონ კალდერონი რონალდოს ტრანსფერზე
"რეალის" ექს-პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გაიხსენა. "სამეფო კლუბის" ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონს თავისი სუპერვარსკვლავის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაშვება არ სურდა და მისი შეძენა "ბარსელონას" შესთავაზა.

კრიშტიანუს გადაბირების პროცესი ურთულესი იყო, რადგან "მანჩესტერი" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, თუმცა რონალდუმ ზუსტად იცოდა რა სურდა. მას "იუნაიტედის" დატოვება და კარიერის "რეალში" გაგრძელება უნდოდა. ჩვენთვის კი, ეს უნიკალური შანსი იყო და მომენტით აუცილებლად უნდა გვესარგებლა.

ალექს ფერგიუსონი რონალდუს წასვლის და განსაკუთრებით მისი "რეალისთვის" მიყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან "რეალი" "მანჩესტერის" მტერი და ამავე დროს მასზე ტიტულოვანი კლუბი იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფერგიმ რონალდუ "ბარსელონას" შესთავაზა.

ბარსა მოხარული იყო, მათ მიიღეს რონალდოს ყიდვის შანსი, თუმცა პორტუგალიელს რეალთან პირადი კონტრაქტი იმ დროისთვის უკვე ჰქონდა შეთანხმებული. მან დოკუმენტზეც მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე მხარე შეთანხმებას დაარღვევდა, ჯარმისი სახით 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.

რონალდუ "რეალში" 2009 წელს გადავიდა და "სამეფო კლუბის" ღირსებას 2018 წლამდე იცავდა, შემდეგ კი, "იუვენტუსში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.


https://www.besoccer.com/
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 აპრილი 2020 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8712
რო გადმოვიდა მაშინ თქვა რეალში უნდა გადავიდეო:)))
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 აპრილი 2020 21:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8859
რეალი ოცნების გუნდიაო ჩემი ადრევე თქვა :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

1 ნოემბერი 2020, 20:30
იუნაიტედი
არსენალი
პრემიერ ლიგა
4 ნოემბერი 2020, 21:55
ბაშაქშექირი
იუნაიტედი
ჩემპიონთა ლიგა
07 ნოემბერი 2020, 19:00
ევერტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
არსენალი1 ნოემბერი
ბაშაქშექირი4 ნოემბერი
ევერტონი07 ნოემბერი

წინა მატჩები

28 ოქტომბერი 2020, 23:59
იუნაიტედი5
ლაიფციგი0
ჩემპიონთა ლიგა
24 ოქტომბერი 2020, 20:30
იუნაიტედი0
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
20 ოქტომბერი 2020, 23:00
პსჟ1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
ლაიფციგი28 ოქტომბერი
ჩელსი24 ოქტომბერი
პსჟ20 ოქტომბერი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top