თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2020, 16:17
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1489,
კომენტარები: 4
ბრუნო ფერნანდეშის ინტერვიუ
ბრუნომ გულშემატკივრების კითხვებს უსაპუხა.
ბრუნო ფერნანდეშის ინტერვიუ
MUTV- ის ჟურნალისტი მარკ სალივანი გაესაუბრა ბრუნო ფერნანდეშს და სთხოვა ეპასუხა იმ კითხვებზე, რაც მას "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა გაუგზავნეს.

გამარჯობა და მოგესალმებით, პორტუგალიელი ოსტატო! ბრუნო, როგორ უმკლავდებით იზოლაციას და კარანტინს?


კარგად ვარ. როდესაც შენი ოჯახი შენთანაა, ყველაფრის გაკეთება უფრო ადვილია. ჩვენს პატარას მცირე სირთულეები აქვს, რადგან მას სჭირდება როგორმე დახარჯოს ენერგია, რადგან მას აქვს ბევრი ენერგია! მაგრამ მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი შვილი მუდმივად ვაკეთებთ რაღაცას - ვთამაშობთ სხვადასხვა თამაშს და ერთად ვატარებთ დროს.

შესანიშნავია, რომ თქვენი ოჯახი აქ არის, თქვენ კი მათთან. გეხმარებათ მოტივაციის შენარჩუნებაში?


დიახ, ისინი ძალიან მეხმარებიან! როდესაც არის ადამიანი, ვინც შენთან დარჩება მთელი დღის განმავლობაში, ყოველთვის ადვილია. როდესაც მარტო რჩებით სახლში, შეიძლება პრობლემები წარმოიშვას, რადგან ვერსად ვერ წახვალ, ვერაფერს გააკეთებ. შედეგად, თქვენ იწყებთ კედლებთან საუბარს და ეს ნამდვილად პრობლემაა. როდესაც ოჯახი გაქვთ, შესაძლებლობა გაქვთ იყოთ მათთან. ახლა იშვიათად ვჯდებით სახლში, რადგან მუდმივად ვთამაშობთ ეზოში სუფთა ჰაერზე. ყოველთვის რთულია დარჩენა სახლში, რადგან ეს ნორმალური არ არის, მაგრამ უნდა ისწავლო სიამოვნების მიღება, რადგან არ არის ცნობილი კიდევ რამდენი დრო ვიქნებით იზოლირებულად. იმედი მაქვს, რომ მალე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით და ფეხბურთს ვითამაშებთ.

ერთი რამ, რასაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, არის თქვენი წვერი. ვხედავ, ის იზრდება! როდესაც გაიპარსეთ, დიოგო დალოტმა კომენტარში დაწერა: "ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი მსახიობი სერიალში" ნარკოზი ...


არა, არა, ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი ხუან სებასტიან ვერონი! მხოლოდ თმა ... თმა უნდა დარჩეს. [იცინის]

თქვენ არ აპირებთ პოლ პოგბას, ანდრეას პერეირას და სხვა მოთამაშეების მაგალითს მიბაძოთ, რომლებმაც თავი გადაიპარსეს?


არა, არა! რა თქმა უნდა, გიჟი ვარ, მაგრამ არც ისე ეგეთი! [იცინის]

ვფიქრობ, თქვენი მეუღლე მოხარულია აქ ყოფნით, ასე რომ, ბრუნო, გულშემატკივრებისგან რამდენიმე კითხვა გვაქვს . პირველი შეკითხვა ტომ რუთისგან დიდი ბრიტანეთიდან. როგორ მოერგეთ ცხოვრებას "მანჩესტერში", იმის გათვალისწინებითაც, რომ ახლა თქვენ ვერ ტოვებთ საკუთარ სახლს?


დასაწყისისთვის, ეს ადვილი იყო, რადგან კლუბის თანამშრომლები დამეხმარნენ უმოკლეს დროში სახლის მოძებნაში. ასე რომ, მხოლოდ ერთი კვირა გავატარე "მანჩესტერში", ოჯახის გარეშე. პირველ თვეში ცოტას დავდიოდი ქალაქში, ზოგჯერ ვახშმობდი რესტორანში, მაგრამ არც ისე ხშირად, რადგან თამაშები მიდიოდა ერთმანეთის მიყოლებით. ახლა, კარანტინის დროს, იდეალურ რეჟიმში ვარ. კიდევ ერთხელ, ჩემთვის საკმარისია მხოლოდ სახლში დარჩენა, რადგან ბუნებით მე ვარ სახლის ადამიანი. მე ხშირად არ დავდივარ ლანჩზე ან ვახშამზე და ამას ვაკეთებ ძირითადად იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს უფრო ხშირად სჭირდება ქალაქში გადაადგილება,მისი გაცნობა, ყველაფრის გარკვევა. დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებდი, ვისვენებდი, ჩემს ქალიშვილთან ვთამაშობდი და მათ შორის სიმულატორებზე. ახლა, რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო რთულია, რადგან ჩვენ ვერ ვვარჯიშობთ. ჩვეულებრივ, როდესაც ვარჯიშობთ და დიდ ენერგიას ხარჯავთ, მიდიხართ სახლში, ვახშმობთ და მიდიხართ დასაძინებლად. მე მჭირდება დღის მეორე ნახევარში 1-2 საათით დაძინება, რადგან ორგანიზმი წესრიგში იყოს. ახლა, ერთადერთი, რაც მენატრება ჩემი თანაგუნდელები, სტადიონის ატმოსფერო, მატჩები და დატვირთვაა, რადგან მიყვარს დატვირთვა. მიჭირს ოლდ ტრაფორდისგან შორს ყოფნა და ჩვენი ფანებისგან.


მეორე კითხვა არის ზაქია ბ-სგან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც მათ გითხრეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს თვქენთან კონტრაქტის გაფორმება?


ეს ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ეს სიზმარი ახდა. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მეთამაშა. ყოველ ინტერვიუში ყველა ჟურნალისტს ვუთხარი, რომ "იუნაიტედი" იყო და რჩება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს კლუბად. თქვენ შეგიძლიათ წარსულს გადახედოთ, როდესაც ჯერ კიდევ ბიჭი ვიყავი და ამ დონის კლუბში ყველაზე მაღალი დონის ვარსკვლავებს ვხედავდი. აქ იყვნენ შეკრებილი ფეხბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და რა თქმა უნდა, უკვე არაერთხელ ვილაპარაკე კრიშტიანოს შესახებ. "იუნაიტედს" დიდი ინტერესით ვუყურებდი, როგორ თამაშობდა რონი აქ. გასაგებია, რომ ნორმალურია თქვენი თანამემამულეების ყურება, მაგრამ მე "იუნაიტედს" ვუყურებდი არა მხოლოდ რონალდუს გამო, არამედ იმის გამო, რომ იყვნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან პოლ სქოულზი, გიგზი, როი კინი, კანტონა, იგივე ვან ნისტელროი. შემიძლია ჩამოვთვალო იმ მოთამაშეთა სახელები, რომლებიც "იუნაიტედში" რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდნენ. ასევე ნანი, რომელთანაც ერთად მოვახერხე თამაში. აქ დიდი ვარსკვლავები თამაშობენ. "იუნაიტედში" გაწევრიანება ძალიან ადვილი იყო, რადგან ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და იმიტომ, ეს კლუბი იდეალური იყო ამ დიდი ნაბიჯის გადადგმისა და პრემიერ ლიგაში გადასვლისთვის.

შემდეგი კითხვის ავტორი იასუბი ინგლისიდან. ამ რთულ პერიოდში რას აკეთებთ იმისათვის, რომ არ დაიკარგოთ თქვენი ფიზიკური ფორმა?


ყველას გვაქვს პროგრამები ინდივიდუალური. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია სახლის პირობებში. ეს არ არის მარტივი, მაგრამ უმეტესობას ვარჯიშის ჩატარების ყველა პირობა აქვს. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ჰგავს ვარჯიშს ბაზაზე, გაზონზე, ბიჭებთან, ბურთებთან და ყველაფერ დანარჩენთან. მაგრამ დღეში ერთხელ ან ორჯერ ვვარჯიშობთ, ასევე გვაქვს თავისუფალი დღეები, მაგალითად, დღეს ჩვეულებრივზე ნაკლები აქტივობა გვაქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრენერთან დაკავშირება და ტრენინგის გავლა.

ვეინ რობერტსონი, ასევე დიდი ბრიტანეთიდან. კლუბში მოსვლის შემდეგ რამ გაგავკირვათ?


მე ვთამაშობ მსოფლიოს ერთ – ერთ უდიდეს კლუბში, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ, როდესაც აქ ვიმყოფები. სიტყვასიტყვით აქ ყველაფერი გაგაკვირვებთ. თქვენ ბევრ რამეს მოელით, როდესაც "იუნაიტედის" მსგავს კლუბში მიდიხართ, მაგრამ როდესაც მოხვალთ, ხედავთ, რომ აქ ყველაფერი ბევრად აღემატება თქვენს მოლოდინს. ჩემთვის ყველაფერი ახალია და ყველაფერი მშვენიერია! ოლდ ტრაფორდი! ყველამ იცის ოლდ ტრეფორდი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი უნიკალური ატმოსფეროთი. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა, როდესაც პირველ ნაბიჯს გადადგამთ მოედანზე, როდესაც პირველად ისმენ ტრიბუნებიდან ხმას, შეეხები ბურთს, გაიტან გოლს ან აკეთებთ პასს. არცერთ სიტყვას არ შეუძლია გადმოგცეთ რას გრძნობთ იმ მომენტში.


იცით, რომ უკვე გაქვთ საკუთარი სიმღერა?

დიახ ამას ველოდი, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ასე სწრაფად მოხდებოდა! [იცინის]

ანუშა გეკითხებათ. რა აზრები გაჩნდა თქვენს გონებაში, როდესაც გახდით "იუნაიტედის" ფეხბურთელი?


მე არ ვიტყოდი, რომ ბევრს ვფიქრობდი . როდესაც მიდიხარ ოცნების კლუბში, ბევრს არ ფიქრობ. თქვენ უბრალოდ აწერთ ხელს ფურცლებს და იწყებთ მუშაობას. კმაყოფილი ვიყავი, რომ მე მქონდა შესაძლებლობა ამერჩია "იუნაიტედი" - როდესაც ასეთი შანსი არსებობს,ის უნდა გამოიყენო. მე სწრაფად ჩავედი "მანჩესტერში", რაც შეიძლებოდა სწრაფად და სწრაფად, ვიყავი მეორე დღეს იქ, რომ დამეწყო ჩემი ოცნების რეალიზაცია.

დეიზი აშშ-დან გეკითხებათ, რომელი ფეხბურთელები გეხმარებოდნენ ყველაზე მეტად,როდესაც კლუბში მოხვედით?


ამ პერიოდის განმავლობაში დიეგო დალო გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩემთვის, ის ძალიან დამეხმარა. თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მას პორტუგალიურ ენაზე და უბრალოდ ჩატით, მაგრამ პირველ რიგში მე ვაფასებ იმ ფაქტს, რომ მან მიმიწვია თავის სახლში საცხოვრებლად და არ მომიწია სასტუმროში. მისი დედა და მისი ოჯახის სხვა წევრები ძალიან დამეხმარნენ, რადგან ჩემთვის უფრო ადვილი იყო სხვა ადამიანებთან ყოფნა, განსაკუთრებით პორტუგალიელებთან. დედა ამზადებდა სადილს ჩემთვის. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისში ყველაზე რთული ეტაპები ძალიან მარტივად გადავლახე, რადგან დალო და მისი ოჯახი დამეხმარნენ. მაგრამ სხვებიც მეხმარებოდნენ. ალექსი მოთამაშეთა დახმარების განყოფილებიდან მეხმარებოდა სახლთან დაკავშირებით, ბუღალტერთან, საბანკო ანგარიშთან და ყველაფერ სხვაში. "მანჩესტერი" ამ მხრივ უბრალოდ გასაოცარი იყო, რადგან ყველას სურს დაგეხმაროთ, თუ მხოლოდ თამაშზე ხართ ორიენტირებული. მაგრამ ახალი თანაგუნდელებიც დამეხმარნენ - იგივე ბიჭები, რომლებიც ესპანურად საუბრობდნენ, რადგან ჩვენთვის ადვილია ამ ენაზე საუბარი, ასევე სხვა ბიჭებიც. თუ რამე გჭირდებათ, თუნდაც წვრილმანი, თქვენ ყოველთვის მზად ხართ დასახმარებლად. როდესაც ჩემს პირველ მატჩს ვთამაშობდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ სეზონის დასაწყისიდან აქ ვთამაშობდი, რადგან ყველა ისე მექცეოდა, თითქოს მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, გუნდის დიდი ხნის წევრი. ჩემი ჩამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, ერთი ვარჯიში გავიარე და პირდაპირ თამაშზე წავედი და მაშინვე ვიგრძენი თანაგუნდელების მხარდაჭერა. იგივე მხარდაჭერა ვიგრძენი "სპორტინგში", მაგრამ იქ სამი წლის განმავლობაში ვითამაშე და აქ მხოლოდ ორიოდე დღე. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია - როდესაც პარტნიორები მოგცემენ ბურთს. მათ ესმით, რომ თქვენ ზეწოლის ქვეშ ხართ, მაგრამ ისინი თავდაჯერებულნი არიან თქვენში და ბურთს გაძლევენ.

ხშირად ხდება, რომ თქვენ კომუნიკაცია უფრო ხშირი გაქვთ ერთ თანაგუნდელთან, ვიდრე სხვა დანარჩენთან.


ეს ნორმალურია, ეს არ ნიშნავს რომ სხვა ბიჭებთან მაქვს პრობლემები. დიეგოს ხშირად ვუკავშირდები, მაგრამ მსგავსი არაფერია. გასაგებია, რომ ორივე პორტუგალიურად ვსაუბრობთ, ასე რომ ჩვენთვის ეს უფრო ადვილია, გარდა ამისა, მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მაგრამ ჩემთვის მთავარია ის, სადაც დავინახავ, რომ მენოდბიან ჩემი ამხანაგები, დარწმუნებული არიან თუ არა ისინი ჩემში. ასევე ყოველთვის ვცდილობ ვაჩვენო, რამდენად მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩემთვის თამაშის დროს. მოედნის გარეთ ყველა ასევე ცდილობს ერთმანეთს დაეხმაროს. თუ შამპუნი მჭირდებოდა ან სხვა წვრილმანი, მხოლოდ იმ ბიჭთან მივედი, რომელსაც მხოლოდ PlayStation- დან ვიცნობდი. მივუახლოვდი აარონ ვან -ბისაკს ან დევიდს, ფრედს ან სხვა მოთამაშეს. როდესაც ახალ კლუბში მოდიხართ, ნდობის გრძნობა უნდა გქონდეთ. თუ რამე გჭირდება, მე დაგეხმარები და თუ რამე დაგჭირდება, ყოველთვის ვიცი, რომ დაგეხმარებიან.

ინგლისიდან მარგარეტ ბოსვორტის კიდევ ერთი კითხვა. რა იყო ბოლო ფაქტორი, რომელმაც დაგარწმუნათ და შეთანხმდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით?


მრავალი ასეთი ფაქტორი იყო. როგორც ვთქვი, თავიდანვე მინდოდა "იუნაიტედში" წასვლა. მაშინ მწვრთნელის ნდობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია იცოდე, რომ მწვრთნელი გიჭერს მხარს, უნდა ვიგრძნო, რომ მწვრთნელი თავდაჯერებულია ჩემში. თუ ის ჩემში დარწმუნებულია, დანარჩენი ტექნოლოგიის საკითხია. მე უნდა ვიმუშაო, ვიბრძოლო ჩემი ადგილისთვის, ვითამაშო, მეთამაშა და ვთამაშობდე. ახლა ვგრძნობ, რომ კლუბი თავდაჯერებულია ჩემში, ვგრძნობ, რომ ჩვენი მწვრთნელი, ოლე, დარწმუნებულია ჩემში და მაშინაც კი, თუ ჩემი შეძენა არ იყო მწვრთნელის არჩევანი, მე მაინც მოვიდოდი. მოვიდოდი და მწვრთნელს ვაჩვენებდი, როგორ შემიძლია ვითამაშო, ვაჩვენო, რომ მისი ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება ვიყო. ზოგჯერ საჭიროა საკუთარ თავს გადაახტე , თუ ის მწვრთნელი არ იყო, ვინც შენ აგირჩია, საკუთარი თავი უნდა აჩვენო არა 100%, არამედ 200%. თქვენს თავში ყოველთვის ფიქრობთ, რომ სხვებზე მეტს უნდა თამაშობდეთ, მაგრამ სხვებიც იმავეს ფიქრობენ. ისინი ფიქრობენ: ”მე მინდა უფრო მეტი თამაში, ვიდრე ბრუნოს!”, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტს უნდა ვთამაშბდე, ვიდრე ისინი. ჩვენ უნდა განვავითაროთ ეს ნდობა, მეტი ვივარჯიშოთ და გავუწიოთ ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ყველა კარგ გუნდში უნდა იყოს. თქვენ კონკურენციას უწევთ ამ, ამ და ამ მოთამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ კონკურენტზე მეტი უნდა გააკეთო. მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უნდა მოგცენ, რადგან ისინიც იმავეს ფიქრობენ. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ უკეთესები გავხდებით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს კონკრეტულ მატჩში, ასეთ შეჯიბრებაში ვცდილობთ ვარჯიშის დროს მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ამით მთელი გუნდი ძლიერდება.

ეტიენი სამხრეთ აფრიკა. ბრუნო, რა არის თქვენი შესანიშნავი თამაშის საიდუმლო?


არა მგონია, რაიმე საიდუმლო მქონდეს, ისე ვვარჯიშობ, როგორც ჩემი თანაგუნდელები. ვცდილობ, სავარჯიშოების გაკეთებას სავარჯიშო დარბაზში ჩარლისთან (ჩარლი ოუენი - ფიტნეს მწვრთნელი) და ჩვენს სხვა ტრენერებთან, როგორიცაა ედ ლენგი( ედ ლენგი - სპორტის მეცნიერების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი). მაგრამ უმეტესობა ერთად ვმუშაობთ ჩარლისთან. როდესაც ჩამოვედი, მან მკითხა, რა პროფილაქტიკურ ვარჯიშებს ვატარებდი "სპორტინგში," მთელი ჩვენი მუშაობის შესახებ მეკითხებოდა. მან ლისაბონში ჩემს მწვრთნელებთან ბევრი ისაუბრა, რომ მიეღო ინფორმაცია.
ასე რომ, ვმუშაობ სავარჯიშო დარბაზში, ტრენინგის დასასრულს ძალიან მომწონს, რომ შევიმუშავეთ კომბინაციების დასრულება, რამდენიმე სტანდარტის შესრულება, პენალტის შემუშავება. მე მჯერა, რომ უკეთესები ვიქნებით თამაშის ყველა ამ კომპონენტში, თუ მათ ყოველდღიურად შევიმუშავებთ. იმის გამო, რომ ვარჯიშის დროს შეგიძლიათ ერთხელ დარტყათ, ბურთი მიაღწევს მიზანს და თქვენ დამამშვიდებთ. თამაშში კი ხანდახან უნდა გქონდეთ არაერთი დარტყმა, რომ მიზნამდე მიხვიდეთ. განმეორება, განმეორება და განმეორება. ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ ყოველთვის მაორტყავთ სამიზნეს, მაგრამ თქვენ იცით, რა ზუსტად გააკეთეთ რა არასწორად და როგორ გამოასწოროთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ თქვენ თუ შეამცირებთ ინტენსივობას ვარჯიშის, გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენი შესრულების ხარისხი გაუარესდება, ხოლო მუდმივი შრომით, გახდებით უკეთესი და უკეთესი. თქვენ ყოველთვის ფიქრობთ - შეიძლება მოხდეს, რომ ვარჯიშის დროს 20-დან 20 გოლი გავიტანო, ხოლო კვირას, თამაშის დროს, გოლი გენატრება, ასე რომ, შემდეგ გაკვეთილზე გავიმეორებ ვარჯიშს არა 20-ჯერ, არამედ 40-ჯერ.


ზოგადად, ეს არის მთავარი გაკვეთილი ახალგაზრდებისთვის - არ შეწყვიტოთ ვარჯიში. პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა.


დიახ, ეს მნიშვნელოვანია. არაფერს არ ნიშნავს თუ რაღაც არ გამოგდით, რადგან ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის იცით რა გააკეთეთ არასწორად. უბრალოდ არ შეჩერდეთ. თუ გსურთ ძელის აწევა 10 – დან 10 – ჯერ - მუდმივად აკეთეთ ეს. თუ ეს არ გამოვა - კარგია, გააგრძელეთ მუშაობა კიდევ უფრო დიდი გულმოდგინებით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.


https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2020 17:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მადლობა ავტორს ასეთი კარგი და ვრცელი სტატიისთვის!

ბრუნოზე ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი რაც აქამდე არ მითქვამს love
2
№2
ავტორი: Lev
18 აპრილი 2020 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
უღრმესი მადლობა ავტორს! ბრუნო ჩვენიანია და ამით ყველაფერი ნათქვამია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: VAXUSHTI
18 აპრილი 2020 18:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
მაგარი კაცია ბრუნო.
1
№4
ავტორი: Mishiko82
22 აპრილი 2020 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 593
ბრუნო ჩვენი გუნდის იმედია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top