"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ის იყო "არსენალის" გულშემატკივარი, რაც უმეტესწილად მისი საყვარელი მოთამაშე ტიერი ანრით იყო გამოწვეული.
პოგბა შეუერთდა "იუნაიტედს" "ლე ჰავრიდან", 16 წლის ასაკში 2009 წელს, სანამ 2012 წელს "იუვენტუსში" გაემგზავრებოდა და ოთხი წლის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდებოდა, მაშინდელი რეკორდული თანხის სანაცვლოდ.
ანრის გარდა პოლმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთაც ის გულშემატკივბრობდა. ესენია: რონალდინიო,რონალდო და ზინედინ ზიდანი,
”მე ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ვიყავი "არსენალის" გულშემატკივარი." განუცხადა პოგბამ "იუნაიტედის" ოფიციალურ გვერდს.
”მე არა, მაგრამ ჩემი მეორე ძმა იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი"
ვერაფერს გეტყვით, ისე მიყვარდა ტიერი ანრი, რომ ალბათ მის გამო ვიყავი "არსენალის" გულშემატკივარი. შემდეგ აზრი შევიცვალე და არჩევანი არა "არსენალზე," არამედ "იუნაიტედზე" შევაჩერე - თქვა მსოფლიო ჩემპიონმა.