თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2020, 23:13
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1307,
კომენტარები: 5
ფერნანდეშის ვრცელი ინტერვიუ
ბრუნოს აზრით, პოგბა მესის და რონალდოს დონის ფეხბურთელია.
ფერნანდეშის ვრცელი ინტერვიუ
ბრუნო ფერნანდეში გამოეხმაურა პოლ პოგბას როლს გუნდში და თქვა, რომ ის მოუთმენლად ელის ფრანგთან ერთად თამაშს.

”მსურს მასთან თამაში? ძალიან, ძალიან! მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევქმნით ძალიან ძლიერი დუეტს ცენტრში, "- ციტირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებგვერდი. ”გასაგებია, რომ პოლ დიდი ხნის განმავლობაში დაშავებული იყო, მაგრამ ყველამ ვიცით, რამდენად კარგია ეს ფეხბურთელი.”

”ფეხბურთში, ადამიანები ხშირად ივიწყებენ ყველა იმ კარგ საქმეს, რომელიც შეცდომის შემდეგ გააკეთე. კარგად შეგიძლია ჩაატარო 34 მატჩი, შემდეგ კი ერთი მატჩი ცუდათ და ყველას გახსოვთ.”

”პოლს რთული პერიოდი ჰქონდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაში აღმოჩნდა. როდესაც ის თამაშობდა, გუნდი არცთუ ისე კარგად გამოიყურებოდა. მისგან ბევრს მოელოდნენ, რადგან ის არის საუკეთესო მოთამაშე და რადგან, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მისთვის დიდი თანხა გადაიხადა. თუმცა ნორმალურია, როდესაც ამ სიტუაციაში არ შეგიძლია სუპერვარსკვლავივით თამაში.”

”ყველა მისგან ელოდება იმავეს, რასაც ელოდებიან კრიშტიანოსგან "იუვენტუსში" ან ბარსელონაში მესისგან და ეს გასაგებია, რადგან ის იმავე დონის მოთამაშეა. ჩვენს გუნდში ყველანი დარწმუნებულნი ვართ საკუთარ შესაძლებლობებში და ის ახლა საკუთარ თავში დარწმუნებულია.”

”პოლს იტალიიდან ვიცნობ მას შემდეგ, როცა მისი "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვთამაშობდი. მერწმუნეთ, ძნელია მის წინააღმდეგ თამაში. მას შემდეგ, რაც მე ნახევარმცველად ვთამაშობ, ის ყოველთვის ჩემი მოწინააღმდეგე იყო, ამიტომ ვიცი, რამდენად რთულია მის წინააღმდეგ მოქმედება. ეს არის ძალიან ძლიერი და ძალიან ტექნიკური მოთამაშე, ძნელია ფეხბურთელის პოვნა იმავე თვისებებით. იმედი მაქვს, რომ ის მალე დაბრუნდება მოედანზე.”

”პოლმა ჩვენთან ერთად დაიწყო ვარჯიში საფეხბურთო სეზონის შეჩერებამდე, ასე რომ, იმედი მაქვს, როდესაც ფეხბურთი დაბრუნდება, პოლი დაიწყებს თამაშს და ჩვენთან იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრს მისცემს ჩვენს გუნდს და ალბათ გულშემატკივრებიც უფრო მოთმინებით გამოირჩევიან მის მიმართ. ახლა კლუბს აქვს ბევრი დადებითი ენერგია, რადგან ჩვენ ბევრი მატჩი მოვიგეთ და კარგ ფორმაში ვართ."

”თითოეული მოთამაშე გრძნობს, რომ გულშემატკივრების მოთმინება სულ უფრო და უფრო მცირდება, როდესაც გუნდი კარგად ვერ გამოიყურება. ეს ნორმალურია, რადგან ფანებს სურთ გამარჯვებები. ფეხბურთი მოგებას ეხება და არა მხოლოდ თამაშს. ახლა გუნდს უფრო მეტი ნდობა აქვს საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც პოლი დაბრუნდება, ის მაშინვე იგრძნობს ამას და აჩვენებს ყველაფერს, რაც მას შეუძლია, როდესაც მატჩები დაიწყება" - დაასრულა პორტუგალიელმა.

https://www.manutd.com/en
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
16 აპრილი 2020 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 487
Skoti Pogba Bruno hai klasia...
1
№2
ავტორი: Lukalaba
16 აპრილი 2020 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 114
მადლობა ავტორს love მოკლედ პოგბა დიდი ალბათობით რჩება და იგივეს ვიტყვი და გავიმეორებ პოგბამ თუ ითამაშა გულით ძალიან მაგარი ნახევარ დაცვა შეიკვრება ამას + სანჩოს ტრანსფერი თუ შედგა ნამდვილად კარგი გუნდი ვიქნებით am love manutd manunited
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
16 აპრილი 2020 15:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8304
ამ დუეტის სანახავად ჯერ ფეხბურთი უნდა დაიწყოს და ეგ როდის იქნება :)
3
№4
ავტორი: ikeoni
16 აპრილი 2020 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8216
იმედია ეგრე იქნება მაგრამ როდის....
1
№5
ავტორი: Chesterman
16 აპრილი 2020 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 232
ნიუკასლი იმ შეიხმა იყიდა (თუარ ვცდები) მანჩესტერის ყიდვა რომ უნდა იქეთ ანჩელოტის ევერტონი გაძლიერდებოდა და რა სეზონი იქნებოდა მომდევნო წარმომიდგენია (((
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 მარტი 2020, 20:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
19 მარტი 2020, 21:55
იუნაიტედი
ლასკი
ევროპა ლიგა
21 მარტი 2020, 19:00
იუნაიტედი
შეფილდი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი15 მარტი
ლასკი19 მარტი
შეფილდი21 მარტი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მარტი 2020, 21:55
ლასკი0
იუნაიტედი5
ევროპა ლიგა
8 მარტი 2020, 20:30
იუნაიტედი2
სიტი0
პრემიერ ლიგა
5 მარტი 2020, 23:45
დერბი0
იუნაიტედი3
ინგლისის თასი
ლასკი12 მარტი
სიტი8 მარტი
დერბი5 მარტი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top