"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაასრულა ზაფხულის ტრანსფერების გეგმის შედგენა, გავრცელებული ინფორმაციით სიაში 14 ფეხბურთელი მოხვდა.
"იუნაიტედის" ბოსი სავარაუდოდ გააგრძელებს კლუბის განახლებას, რომელიც პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებზე.
წითლებმა შეძლეს და იანვარში პორტუგალიელი ბრუნო ფერნენდეში მოიყვანეს, რამაც "იუნაიტედის" გულშემატკივრებს იმედი მიცა, რომ სოლსკიაერს შეუძლია გააგრძელოს თავისი შეხედულებისამებრ ფეხბურთელების ყიდვა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნება.
გამოცემა "The Evening Standard-ის" თანახმად, სოლსკაიერმა შეადგინა 14 კაციანი სია და ის ხელმძღვანელობას გადაცა.
გასაკვირი არ არის, რომ სიაში სანჩო, ჯეკ გრილიში და ჯეიმს მადისონი მოწინავე პოზიციებზე მოხვდნენ. "MEN Sport-ის" თქმით "იუნაიტედს," რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული "დორტმუნდის" ვარსკვლავით, ახალი სეზონის დაწყებამდე ჯეკ გრილიშის ტრანსფერის დასრულებაზეც იმუშავებს.
უფრო მეტიც, მოხსენებაში ნათქვამია, რომ წითლები მზად არიან განაახლონ ინტერესი ერლინგ ჰელანდის მიმართ, ხოლო მუსა დემბელე, ტიმო ვერნერი და დონი ვან დე ბეკი განიხილებიან.
ასევე დე ლიხტი და კულიბალიც მოხვდნენ სოლსკიაერის ჩამონათვალში.
იტალიური გამოცემები ამტკიცებენ, რომ "იუნაიტედს" ასევე შესთავაზეს ხელი მოაწერონ "ტორონოს" თავდამსხმელ ანდრეა ბელოტისთან.
შუამავლის საშუალებით "იუნაიტედთან" შეხვედრა შედგა და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბელოტი ხელმისაწვდომია. თუმცა "იუნაიტედის" წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ისინი ამ ეტაპზე დაინტერესებულები არ არიან.