თბილისი:
მანჩესტერი:
15-04-2020, 00:52
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2193,
კომენტარები: 10
ვინ მოხვდა სოლსკიაერის სიაში
სოლსკიაერმა სატრანსფერო სიაზე მუშაობა დაასრულა.
ვინ მოხვდა სოლსკიაერის სიაში
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაასრულა ზაფხულის ტრანსფერების გეგმის შედგენა, გავრცელებული ინფორმაციით სიაში 14 ფეხბურთელი მოხვდა.

"იუნაიტედის" ბოსი სავარაუდოდ გააგრძელებს კლუბის განახლებას, რომელიც პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებზე.

წითლებმა შეძლეს და იანვარში პორტუგალიელი ბრუნო ფერნენდეში მოიყვანეს, რამაც "იუნაიტედის" გულშემატკივრებს იმედი მიცა, რომ სოლსკიაერს შეუძლია გააგრძელოს თავისი შეხედულებისამებრ ფეხბურთელების ყიდვა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გახსნება.

გამოცემა "The Evening Standard-ის" თანახმად, სოლსკაიერმა შეადგინა 14 კაციანი სია და ის ხელმძღვანელობას გადაცა.

გასაკვირი არ არის, რომ სიაში სანჩო, ჯეკ გრილიში და ჯეიმს მადისონი მოწინავე პოზიციებზე მოხვდნენ. "MEN Sport-ის" თქმით "იუნაიტედს," რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული "დორტმუნდის" ვარსკვლავით, ახალი სეზონის დაწყებამდე ჯეკ გრილიშის ტრანსფერის დასრულებაზეც იმუშავებს.

უფრო მეტიც, მოხსენებაში ნათქვამია, რომ წითლები მზად არიან განაახლონ ინტერესი ერლინგ ჰელანდის მიმართ, ხოლო მუსა დემბელე, ტიმო ვერნერი და დონი ვან დე ბეკი განიხილებიან.

ასევე დე ლიხტი და კულიბალიც მოხვდნენ სოლსკიაერის ჩამონათვალში.

იტალიური გამოცემები ამტკიცებენ, რომ "იუნაიტედს" ასევე შესთავაზეს ხელი მოაწერონ "ტორონოს" თავდამსხმელ ანდრეა ბელოტისთან.

შუამავლის საშუალებით "იუნაიტედთან" შეხვედრა შედგა და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბელოტი ხელმისაწვდომია. თუმცა "იუნაიტედის" წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ისინი ამ ეტაპზე დაინტერესებულები არ არიან.

https://www.manchestereveningnews.co.uk/
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
15 აპრილი 2020 02:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
თავდასხმა არ არის იდეაში გააძლიერებელი თავდასხმის ხაზრ სანჩოც საკმარისად გააძლიერებს დალშე ნებისმიერი ფორმაციისთვის , რეშფორდი,მარსიალი,იგალო,გრინვუდი ძაან საკმარისია თუ ამას დავუმატებთ შემტევ ნახევარმცველებს სანჩოს და უკნიდან ბრუნოს ძაან მაგარი რესურსია ჯამში შეტევაში , აი ნახევარდაცვის სუსტ რგოლებს ამოვავსებდი ამეტაპზე მე პირადად უფრო სანჩოს სახით და გრილიში ან მედისონიდან ერთ ერთის სახით და პოგბა თუ დარჩა ძაან მრისხანე კამანდა ვიქნებით ნებისმიერისთვის , ტამაშითაც რო მოუმატეს ფაქტია და მწვრთნელის მიმართაც დადებითი ემოციებით და რეალური იმედებით ვართ განმჭვალულნი :))
2
№2
ავტორი: bziki
15 აპრილი 2020 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Sancho da Belingemi arian Realurad pirveli-meore kandidatebio.
Dalshe pogba tu wavida iyidian grilishsac.
Pogbas wasvla kide absurds emsgavseba 100 ze naklebshi shansi araa ar gaushveben 100 ki ara 60s an gaqachaven an Vera.
Yvelaze swori isaa dexeas Rac gauketes sanam xeli ar moawera meore gundshi yuryuti.
Verneri-keini da saulebistvis ara mgonia puli gamoyon ari igalo da matichi.
0
№3
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2020 11:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11425
სია ნამდვილად შთამბეჭდავია
0
№4
ავტორი: Lukalaba
15 აპრილი 2020 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ვინც ნახეთ ბრუნომ რა კარგად ილაპარაკა პოგბაზე და როგორ უნდა რომ მაგათი წყვილი შედგეს და მართლა გულით თუ ითამაშა პოგბამ მაგარი ნახევარდაცვა გვეყოლება
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
16 აპრილი 2020 00:29
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Lukalaba
ვინც ნახეთ ბრუნომ რა კარგად ილაპარაკა პოგბაზე და როგორ უნდა რომ მაგათი წყვილი შედგეს და მართლა გულით თუ ითამაშა პოგბამ მაგარი ნახევარდაცვა გვეყოლება

ვთარგმნე უკვე ეგ სტატია :)) შეგიძ₾ია იხილო
1
№6
ავტორი: Old Red Devil
16 აპრილი 2020 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
გრილიშზე რას იტყვით?იდეაში კერკეტი კაკალია,მამენტ უნივერსალიც.წესით იაფადაც უნდა გამოვიდეს.ერთი რაც მაეჭვებს ისაა რომ მასზე მანჩეს გარდა არავინ იწევს და ვეჭვობ იანგივით არ მოუვიდეთ.სანჩო ძაან გაპიარებული მგონია.აი მედისონი არ იქნებოდა ურიგო.ბალანსი აქვს რაღაცით გაუმჯობესებულ კერიკს მაგონებს
0
№7
ავტორი: Lukalaba
16 აპრილი 2020 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: ALEXFERGUSON
ციტატა: Lukalaba
ვინც ნახეთ ბრუნომ რა კარგად ილაპარაკა პოგბაზე და როგორ უნდა რომ მაგათი წყვილი შედგეს და მართლა გულით თუ ითამაშა პოგბამ მაგარი ნახევარდაცვა გვეყოლება

ვთარგმნე უკვე ეგ სტატია :)) შეგიძ₾ია იხილო

მადლობა love შენ რასაც შრომობ დასაფასებელია love
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 აპრილი 2020 15:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისეთი ამბებია ტრანსფერების გაკეთება ორმაგად გართულდება
0
№9
ავტორი: temo-scholes
16 აპრილი 2020 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ყველაზე მეტად ბელოტი გვჭირდება კი აშკარად..:;))))
0
№10
ავტორი: levionok
17 აპრილი 2020 04:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
საინტერესო სიაა ნამდვილად,ჰალანდის რა მოგახსენოთ რაც ეგ დაჯდება მაგას წამატებული 20-30 მილიონი და უკვე გაზრდილი და დაბალანსებული კეინი მოვა..ამ სიიდან ვისურვებდი პირველ რიგში სანჩოს,გრილიშს და დე ლიხტს გასაშვები კინისევ ბლომად არის ( ჯონსი,მატიჩი,პერეირა)მატა არ მემეტება მისი კლასი გასახდელზეც და ბოლო 25-30 წუთებში ძალიან წაგვადგება პოგბა კი უნდა დარჩეს და თუ უნდათ რომ ამ ბიჭმა შედეგი დადოს აუცილებლად უნდა გაახანგრძლივოს კონტრაქტი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top