"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესებულნი არიან "ლაიფციგის" ცენტრალური მცველის უპამეკანოს ტრანსფერით. იტყობინება Sky Sports.
21 წლის ფრანგი ითვლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად და როგორც ოლე გუნარ სოლსკიაერის, ისე პეპ გვარდიოლას ინტერესია მისი შეძენა.
არხი ირწმუნება, რომ "იუნაიტედი" ეძებს კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, იმის გათვალისწინებით, რომ კრის სმოლინგმა და ფილ ჯონსმა შეიძლება დატოვონ ოლდ ტრაფორდი.
უპემეკანოს შესახებ მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და "მანჩესტერული" კლუბების მოთამაშისადმი ინტერესი, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ ქმედებებში არ გადაზრდილა, რადგან ვირუსის გამო ამ ეტაპზე ყველაფერი შეჩერებულია.
"ლაიფციგი" არ არის ბუნდესლიგის ის კლუბი, რომელსაც უიმედო მდგომარება აქვს და ფინანსები სასიცოცხლოდ ჭირდება, მაგრამ უპამეკანოს არსებული კონტრაქტით დარჩენილი ერთ წელზე ნაკლები აქვს, ხოლო ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, რაც მის შეძენას საკმაოდ მარტივს ხდის.
ამ სეზონში უპამეკანომ თავისი კლუბის შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა.