თბილისი:
მანჩესტერი:
14-04-2020, 23:58
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1216,
კომენტარები: 6
უპამეკანოსთვის თანაქალაქელები იბრძოლებენ
ოლეს და პეპს ფრანგი მცველის ხილვა თავიანთ გუნდებში სურთ.
უპამეკანოსთვის თანაქალაქელები იბრძოლებენ
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესებულნი არიან "ლაიფციგის" ცენტრალური მცველის უპამეკანოს ტრანსფერით. იტყობინება Sky Sports.

21 წლის ფრანგი ითვლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად და როგორც ოლე გუნარ სოლსკიაერის, ისე პეპ გვარდიოლას ინტერესია მისი შეძენა.

არხი ირწმუნება, რომ "იუნაიტედი" ეძებს კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს, იმის გათვალისწინებით, რომ კრის სმოლინგმა და ფილ ჯონსმა შეიძლება დატოვონ ოლდ ტრაფორდი.

უპემეკანოს შესახებ მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და "მანჩესტერული" კლუბების მოთამაშისადმი ინტერესი, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ ქმედებებში არ გადაზრდილა, რადგან ვირუსის გამო ამ ეტაპზე ყველაფერი შეჩერებულია.

"ლაიფციგი" არ არის ბუნდესლიგის ის კლუბი, რომელსაც უიმედო მდგომარება აქვს და ფინანსები სასიცოცხლოდ ჭირდება, მაგრამ უპამეკანოს არსებული კონტრაქტით დარჩენილი ერთ წელზე ნაკლები აქვს, ხოლო ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, რაც მის შეძენას საკმაოდ მარტივს ხდის.

ამ სეზონში უპამეკანომ თავისი კლუბის შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა.

https://www.skysports.com/
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: David_Beckham7
15 აპრილი 2020 02:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 664
ეს მაგრად გამისწორდებოდა
0
№2
ავტორი: Lukalaba
15 აპრილი 2020 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ეს 60 მილიონად და სანჩო 130 მილიონად და ვაფშე ძალიან მაგარი იქნება, მგრამ ბაილიზე გული მწუდება ეს რო მოიყვანონ ბაილი დაიჩაგრება
0
№3
ავტორი: ikeoni
15 აპრილი 2020 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8712
არაა ცუდი ბიჭი მაგრამ ბაილის შემყურე არავის ყიდვა არ მინდა უბრალოდ ეს ტრამვები რაა თორე კაცი ვერ ჯობია
2
№4
ავტორი: PaLoMo
16 აპრილი 2020 11:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2754
კულიბალი კარგია,მაგრამ უკვე 28ის არის და ვფიქრობ ეს აჯობებს თან 60მილიონად მშვენიერია.დაამატონ სანჩო და ეგარის+ პოგბა გაუშვან და სავიჩი მოიყვანონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 აპრილი 2020 15:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8859
ზაფხულში ჯონსი წავა ალბათ, როხოც წავა, სმოლინგიც შეიძლება წავიდეს და აუცილებლად მოსაყვანი იქნება მცველი.
0
№6
ავტორი: temo-scholes
16 აპრილი 2020 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1454
ჯონსი უეჭველი გასაშვებია, მიუხედავად იმისა რომ ძალიან უყვარს გუნდი... და თუ სმოლინგი დაიტოვეს ვფიქრობ ლინდელოფთან ერთად ზამენისთვის იდეალურები იქნებიან... მაგგუაიერი და ბაიი ერთად შესანიშნავ დუეტს შექმნიან დაცვის ცენტრში...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

1 ნოემბერი 2020, 20:30
იუნაიტედი
არსენალი
პრემიერ ლიგა
4 ნოემბერი 2020, 21:55
ბაშაქშექირი
იუნაიტედი
ჩემპიონთა ლიგა
07 ნოემბერი 2020, 19:00
ევერტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
არსენალი1 ნოემბერი
ბაშაქშექირი4 ნოემბერი
ევერტონი07 ნოემბერი

წინა მატჩები

28 ოქტომბერი 2020, 23:59
იუნაიტედი5
ლაიფციგი0
ჩემპიონთა ლიგა
24 ოქტომბერი 2020, 20:30
იუნაიტედი0
ჩელსი0
პრემიერ ლიგა
20 ოქტომბერი 2020, 23:00
პსჟ1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
ლაიფციგი28 ოქტომბერი
ჩელსი24 ოქტომბერი
პსჟ20 ოქტომბერი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top