პოლ პოგბამ თქვა, რომ ტურინში გამგზავრების შემდეგ, დედა დარწმუნებული იყო, რომ იგი ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდებოდა.
"დედაჩემმა მითხრა:" შენ წახვალ, მაგრამ უკან დაბრუნდები ". იგი ყოველთვის მეუბნებოდა ამას, "- თქვა პოგბამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში. - ვუპასუხე მას მსგავსი სიტყვებით: "ვნახოთ,ვნახოთ", მაგრამ მან განაგრძო: "შენ აქ დაბრუნდები, ნუ ინერვიულებ!" ასეც მოხდა."
"ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ დავბრუნდი. მე აქაურობა საქმის დასრულების გარეშე დავტოვე, დავუბრუნდი ჩემს საწყისებს, ასე რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ახლა უკვე წარმატებული ფეხბურთელი ვარ და არა დამწყები ფეხბურთელი."
"ჩემი მშობლები აფრიკიდან საფრანგეთში გადავიდნენ და ძალიან ბევრს შრომობდნენ ჩემთვის. ჩვენ ბავშვებს ხშირად ეს არ გვესმის, მაგრამ ხუთი ადამიანი ცხოვრობდა სახლში და ეს ძალიან რთული იყო დედისთვის. ის ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავდა. იგი ბევრს მუშაობდა იმისათვის, რომ ყველა უზრუნველყოფილიყავით.
”ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს, მხოლოდ მისი წყალობით მივიღეთ. მისი დანახვისას, 10 ჯერ მეტს ვმუშაობდი, მამამ კი იგივე გააკეთა. მან გვასწავლა, რომ ვყოფილიყავით საუკეთესო, პირველები და ყოველთვის მოგვენდომებინა მეტი”.
”როდესაც ოცნება გაქვთ, გაჰყევით მას. ოცნებაში შეზღუდვები არ არის, შეგიძლიათ იოცნებოთ ყველაფერზე რაც გსურთ. პირადად მე, ყოველთვის მეტი მსურს. ადამიანს ყოველთვის შეუძლია ისწავლოს, ის იქნება 10 თუ 40-50 წლის ასაკში. ყოველთვის შეგიძლიათ რაღაცის სწავლა, პირადად მე ძალიან მომწონს როცა რაღაც ახალს ვსწავლობ" - დაასრულა პოლმა.